Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ასეთი ახალგაზრდების გაერთიანება სასიკეთო ძვრებს გამოიწვევს ქუთაისში,'- საზაფხულო ლიდერთა სკოლა 90 ახალგაზრდას გადაამზადებს

თარიღი : 25-08-2018, 11:13 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საზაფხულო ლიდერთა სკოლა 90 ახალგაზრდას გადაამზადებს. სკოლის მიზანს ახალგაზრდების გააქტიურება, ლიდერებად ჩამოყალიბება და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი ჩართულობა წარმოადგენს.

ბანაკის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის ანა შალიკიანის თქმით, ბანაკი ახალგაზრდებს ეხმარება თვითმმართველობის საქმინობის განხორცილების პროცესში დაინახონ საკუთარი როლი.

„პროგრამის აწყობის დროს ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რომ დავეხმაროთ ლიდერებს თავის გამოვლენაში, უნარების დახვეწაში. ასევე, მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რომლის გამოიყენებითაც შეძლებენ უფრო მარტივად ადგილობრივ დონეზე თემების ლობირებას, ადვოკატირებასა თუ აქტუალიზაციას. ვფიქრობ, ასეთი ახალგაზრდების გაერთიანება სასიკეთო ძვრებს გამოიწვევს ქუთაისში," - ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას თანაშემწე ანა შალიკიანი.

საზაფხულო ლიდერთა სკოლა 21-29 აგვისტოს ორ ნაკადას მიიღებს. ჯამში 90 ახალგაზრდა ბანაკში გატარებული დღეების განმავლობაში გაეცნობიან საჯარო გამოსვლის ტექნიკებს, დებატების ხელოვნებას, მედიისა და აქტიურო მოქალაქის როლს. ასევე, გამოიმუშავებენ იდეების გენერირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებსა და ვორქშოებს სპეციალურად მოწვეული სტუმრები უძღვებიან.

შეგახსენებთ, რომ პროექტი უკვე რამდენიმე წელია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხორციელდება.


ნანახია: 1987-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკოლა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას აწსუს აგრარული ფაკულტეტის 25 სტუდენტი მიიღებს.
'საზაფხულო კინო სკოლა ქუთაისელი ახალგაზრდებისათვის,' - ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელსაც ასოციაცია 'სინემარა' ქუთაისის
მერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართვა თვითმმართველობის მართვაში აუცილებელია.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, პროგრამის მიზანია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის მიზნით გამარჯვების
იმერეთის რეგიონში საზაფხულო ბანაკები ხუთ მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.
სკოლა ორ ნაკადად, 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის დაბა ბორჯომში მოეწყო. მასში მონაწილეობა 80-მა ახალგაზრდამ მიიღო.

ამინდი