Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თუ გვინ­და, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი არ იყ­ვნენ ასე­თი ბო­რო­ტე­ბის მსხვერ­პლნი, ყვე­ლა უნდა გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ სქე­სის კომ­პლექ­სის­გან,'- დეკანოზის რჩევები მშობლებს

თარიღი : 24-08-2018, 15:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მო­ზარ­დე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს:

"მშობ­ლე­ბო, გახ­სოვ­დეთ: შან­ტა­ჟი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა!

შან­ტა­ჟი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა. 9-10 წლის რომ იყო ჩემი ბიჭი, ჰქონ­და ფაზა, როცა ხში­რად უჩ­ნდე­ბო­და სურ­ვი­ლი სახ­ლში ეთ­ქვა სქეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბი, ხმა­მაღ­ლა წა­მო­ი­ძა­ხებ­და რამე სქეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფრა­ზას ან ჟარ­გონს ან ხუმ­რო­ბით იტყო­და რა­მეს, თან ისე, რომ ახ­ლო­ბელ დი­დებ­საც გაგ­ვე­გო. მე არა­სო­დეს გავ­წყრო­მი­ვარ ამის გამო, რად­გან ვხვდე­ბო­დი, რომ ეს მის­თვის ადა­მი­ან­ში რა­ღაც ახ­ლის აღ­მო­ჩე­ნის ფაზა იყო და ამი­ტომ არც შე­მირ­ცხვე­ნია და არც და­მის­ჯია ამის გამო. პი­რი­ქით, ხში­რად ავ­ყო­ლი­ვარ ასეთ ხუმ­რო­ბებ­ში, რათა მარ­ტო არ ყო­ფი­ლი­ყო თა­ვის აღ­მო­ჩე­ნებ­ში. მალე სრუ­ლი­ად გა­უ­ა­რა ამ ფა­ზამ და სურ­ვი­ლიც გა­უქ­რა რა­ი­მეს თქმის. 12 წლის რომ იყო, ბი­ო­ლო­გი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მო­ი­ტა­ნა სკო­ლი­დან (გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობს), სა­დაც ქა­ლის და კა­ცის სქე­სობ­რი­ვი აგე­ბუ­ლე­ბა და რეპ­რო­დუქ­ცი­ის ორ­გა­ნო­ე­ბი იყო აღ­წე­რი­ლი, ასე­ვე ბავ­შვის­თვის გა­სა­გებ, სა­მეც­ნი­ე­რო ენა­ზე აღ­წე­რი­ლი იყო სქე­სობ­რი­ვი აქტი და ბავ­შვის ჩა­სახ­ვის პრო­ცე­სი. მო­ი­ტა­ნა ეს წიგ­ნი, თან მიყ­ვე­ბო­და ამ უც­ნა­უ­რი გაკ­ვე­თი­ლის შე­სა­ხებ, თან ეცი­ნე­ბო­და უხერ­ხუ­ლო­ბის­გან და თა­ნაც ძა­ლი­ან უნ­დო­და აუ­ცი­ლებ­ლად ჩემ­თვი­საც ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ეს გაკ­ვე­თი­ლი. მე არ გავ­წით­ლე­ბულ­ვარ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის მსგავ­სად, უკან არ და­მი­ხე­ვია, პი­რი­ქით იქით ვთხო­ვე წა­ე­კი­თხა ჩემ­თვი­საც, რა ის­წავ­ლეს. მო­ვი­და, ძმა­კა­ცი­ვით და­მიჯ­და გვერ­დით, წა­მი­კი­თხა და ჩემი რე­აქ­ცი­ით დარ­წმუნ­და, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში არ იყო არა­ფე­რი სა­მარ­ცხვი­ნო, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ან ბინ­ძუ­რი სა­ი­დუმ­ლო. ჩემი რე­აქ­ცი­ით მე არ შე­მი­ში­ნე­ბია და და­მი­შან­ტა­ჟე­ბია ბავ­შვი. მას შემ­დე­გაც თუ რამ დე­ლი­კა­ტუ­რი კი­თხვა უჩ­ნდე­ბა სქეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, იცის, რომ შე­უძ­ლია სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვად მკი­თხოს და ამის­თვის არა­ვინ შე­აჩ­ვე­ნებს. ჩემს ბავ­შვს ვე­ღა­რა­ვინ და­ა­შან­ტა­ჟებს სქე­სით, რომც სცა­დონ ალ­ბათ ჩათ­ვლის, რომ ისი­ნი არა­ნორ­მა­ლუ­რე­ბი არი­ან.

რო­გორ უნდა შე­ეძ­ლოს ადა­მი­ანს მო­ზარ­დი გო­გო­ნას, ბი­ჭის ან თუნ­დაც ქა­ლის ან კა­ცის და­შან­ტა­ჟე­ბა სქე­სით? დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ეს ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, სრუ­ლი სი­გი­ჟეა და სა­სა­ცი­ლოც კია, შე­დე­გად თვით­მკვლე­ლო­ბის ასე­თი მძი­მე შემ­თხვე­ვით რომ არ მთავ­რდე­ბო­დეს ხან­და­ხან. თუ გვინ­და, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი არ იყ­ვნენ ასე­თი ბო­რო­ტე­ბის მსხვერ­პლნი, ყვე­ლა უნდა გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ სქე­სის კომ­პლექ­სის­გან, შე­ვიგ­ნოთ, რომ სქე­სი არა­თუ სა­მარ­ცხვი­ნოა, არა­მედ პი­რი­ქით, სწო­რედ ღმერ­თის­გან აქვს ადა­მი­ანს სქე­სი, ადა­მი­ა­ნის სწო­რედ სქე­სობ­რი­ვი გზით გამ­რავ­ლე­ბა აკურ­თხა უფალ­მა და სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რიც ქა­ლის და კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ასე ბრძა­ნებს ბიბ­ლია: "იპო­ვის კაცი თა­ვის ქალს და შე­უ­ერ­თდე­ბა მას". რო­გორ უნდა შეძ­ლოს ვინ­მემ და შე­მარ­ცხვი­ნოს იმის მეშ­ვე­ო­ბით, რაც ღვთი­სა­გა­ნაა ჩემ­ში?!

თუ გვინ­და ჯან­სა­ღი მო­მა­ვა­ლი, უპირ­ვე­ლე­სად სკო­ლამ და ასე­ვე მშობ­ლებ­მაც ბავ­შვის ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად უნდა ცნო­ბი­ე­რი გავ­ხა­დოთ მათ­თვის სა­კუ­თა­რი სქე­სი. ვას­წავ­ლოთ, რო­გო­რაა სქე­სობ­რი­ვად აგე­ბუ­ლი ქალი და კაცი, რა არის მათი სქე­სობ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბა, რა­ტომ იზი­დავთ და სი­ა­მოვ­ნებთ ერ­თად ყოფ­ნა, რო­დის და რო­გორ ჩნდე­ბა მათ­ში სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორ ჩა­ი­სა­ხე­ბა და ჩნდე­ბა ბავ­შვი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვი და კარ­გია და ა.შ. მა­შინ, თუნ­დაც ბო­რო­ტად რომ გა­მო­ი­ყე­ნოს ვინ­მემ მათი სქე­სობ­რი­ვი მხა­რე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მა­ინც ვერ და­ა­შან­ტა­ჟებს მო­ზარდს.

ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მტე­რია ის, ვინც სკო­ლა­ში ამ სა­კი­თხე­ბის ღიად და აკა­დე­მი­უ­რად სწავ­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

მშობ­ლე­ბო გახ­სოვ­დეთ: შან­ტა­ჟი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა!".


ნანახია: 979-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის

ამინდი