Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხშირად დედები არასწორად იქცევიან, რადგან დიარეის დროს და მის შემდეგ ბავშვის კვებას წყვეტენ,'- პედიატრის რჩევები მშობლებს

თარიღი : 23-08-2018, 16:21 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულობით ხდება.უმეტესად კი ინფექცია დიარეით-ფაღარათით ვლინდება. „კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრი ნინო კირთაძე ბავშვთა ნაწლავური ინფექციების შესახებ გვესაუბრება.

ექიმის თქმით, ნაწლავთა მოქმედების სიხშირე დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებაზე. დიარეის დროს განავალში არის უფრო მეტი წყალი. ითვლება, რომ დიარეა იწყება მაშინ, როცა დღეში 3-4-ჯერ და მეტად განავალი გამოიყოფა ხმაურით, აქვს ძლიერი სუნი, თხიერი და წყლიანია.

„დიარეა ყველაზე მეტად გვხვდება 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუ დიარეის ეპიზოდი გრძელდება 2 კვირამდე, ეს არის მწვავე დიარეა. ხოლო თუ ორ კვირაზე დიდხანს გრძელდება, პერსისტული დიარეაა. დაავადების ძირითადი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, შოკი, კვების უმარისობა. ხშირად დედები არასწორად იქცევიან, რადგან დიარეის დროს და მის შემდეგ ბავშვის კვებას წყვეტენ,“ - ამბობს პედიატრი.

რაც შეეხება დიარეის მკურნალობას, პედიატრის თქმით, მკურნალობის პერიოდში ბავშვს უნდა მივცეთ საკვები პროდუქტების ბაზაზე დამზადებული სითხეები-თხელი სუპი, მაწონი და სასმელი წყალი. ხოლო ბუნებრივ კვებაზე მყოფმა ბავშვებმა ხშირად უნდა მიიღონ დედის რძე.

„6 თვიდან ბავშვმა ხშირად და მცირე რაოდენობით უნდა მიიღოს ადვილად ათვისებადი საკვები (საკვები უნდა იყოს ახლად დამზადებული, თერმულად კარგად დამუშავებული). დიარეის დამთავრების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში დღეში ერთჯერადად დამატებითი კვების გაგრძელება ბავშვს აძლევს საშუალებას აღიდგინოს მასის დეფიციტი. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ დიარეის გამომწვევი ბევრი მიკროორგანიზმის მიმართ ანტიბიოტიკები არაეფექტურია. ისინი გამოიყენება დიზენტერიისა და ქოლერის შემთხვევაში. ანტიდიარეული და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები არ უნდა დაინიშნოს მცირე ასაკის ბავშვებში,“ - ამბობს ნინო კირთაძე.

ექიმის თქმით, დიარეის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ: 4-6 თვემდე ბავშვი მხოლოდ დედის რძით იკვებება; 4-6 თვიდან ხშირად იღებს დამატებით შერჩეულ საკვებს; ასევე, იღებს ახლადმომზადებულ საკვებს და სუფთა სასმელ წყალს.

„ბავშვს საკვები უნდა მიაწოდოთ მცირე ულუფებით და იმდენი უნდა მიიღოს, რამდენიც მას სურს. თუ სამი დღის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და ბავშვს კვლავ აქვს ხშირი განავალი, განმეორებითი ღებინება, წყურვილი, ცხელება, ცუდად სვამს ან ცუდად იღებს საკვებს, აუცილებელია მისი ექიმთან მიყვანა და ექიმის დანიშნულების შესრულება, რადგან ექიმი თქვენი და თქვენი ბავშვის მეგობარია და ის ადამიანია, ვინც მშობლის შემდეგ, ყველაზე მეტად განიცდის ბავშვის მდგომარეობას,“ - ამბობს ნინო კირთაძე.


ნანახია: 2823-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფექციის გადაცემა ხდება დაინფიცირებული საკვებით, წყლით, ჭუჭყიანი ხელებითა და საგნებით.
რა სახის ინფექციები არსებობს და როგორ უნდა შევძლოთ მათთან გამკლავება, - აღნიშნულ საკითხებზე კლინიკა 'ბომონდი'-ს პედიატრიული
უფრო კონკრეტულად ნასიცხის სიმპტომებსა და მისი განკურნების გზებზე 'კლინიკა ბომონდი'-ს ამბულატორიული სამსახურის პედიატრი ხათუნა
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ინფექციებისა და ვირუსების რისკი იზრდება. განსაკუთრებით მატულობს რესპირაციული ინფექციები,

ამინდი