Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თარიღი : 23-08-2018, 15:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი სულორის და ძულუხის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცვნენ.

სულორის ადმინისტრაციულ ერთეულში, სახნავას საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული გზის 500 მეტრიან რთულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ფირმა იმედი” ახორციელებს. ძულუხის ადმინისტრაციულ ერთეულში კაპანაძეების და გოგიბერიძეების უბნების დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზის დამეწყრილი მონაკვეთის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ოაზისი“ ახორციელებს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სამუშაოები ორივე ობიექტზე ვადების დაცვით, ხარისხიანად მიმდინარეობს. სულორის და ძულუხის ადმინისტრაციულ ერთეულებში აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე ბიუჯეტიდან 117 850 ლარი დაიხარჯება.

NS


ნანახია: 843-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სულორის ადმინისტრაციულ ერთეულში აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 115 554 ლარი გამოიყო.
სოფელ ფერეთაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 419 400 ლარიდან 65 დასახელების სამუშაო შესრულდება.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრიამ დაათვალიერეს.

ამინდი