Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს მერიას ცენტრალური პარკის უკეთ დატვირთვის დავალება მიეცა

თარიღი : 22-08-2018, 17:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს პარკში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა დაათვალიერა. შავლეგო ტაბატაძე წყალტუბოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და ვიცე-გუბერნატორთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

აღინიშნა, რომ პარკის უფრო ეფექტური ფუნქიონირების, დაახლოებით 70 ჰექტარი ტერიტორიის უკეთ დატვირთვისა და კერძო სექტორის დაინტერესების მიზნით, მუნიციპალიტეტი რამდენიმე პროექტს შეიმუშავებს.

წყალტუბოს პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2015 წელს განახორციელა.

სრულად მოეწყო პარკის ინფრასტრუქტურა - აუზები, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, ღია კაფე, ველოსადგომები, განათება, „ცივი ტბის“ ტერიტორიაზე აშენდა მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები.


ნანახია: 1654-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია
გამგეობაში თვლიან, რომ მსოფლიო ბანკის და მუნიციპალური ფონდის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული პარკის ტერიტორია
წყალტუბოში სულ 9 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა,რომლის საერთო ღირებულებამ 40. 68 მილიონი ლარი შეადგინა.
ახალ ტრაქტორს სათიბთან ერთად, საწმენდი ნიჩაბიც აქვს, რომელიც ზამთარში ბილიკების თოვლისგან საწმენდად გამოიყენება.

ამინდი