Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ზუსტად არავინ იცის როდის დასრულდება ამ პატივაყრილი ხიდის რეკონსტრუქცია,'- ქუთაისში თეთრი ხიდი სიმბოლურად გახსნეს

თარიღი : 22-08-2018, 14:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, რეაბილიტაციის პროცესში მყოფი თეთრი ხიდი სიმბოლურად გაიხსნა. არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" ამგვარად ხიდის რეაბილიტაციის ვადების დარღვევა გააპროტესტა. როგორც ორგანიზაციის წევრები განმარტავენ, ტენდერის თანახმად, ხიდზე სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.

"დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, როგორ ასრულებს ქალაქის მერია ნაკისრ ვალდებულებებს. თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, მერიას წერილით მივმართეთ, თუმცა გვიპასუხეს, რომ რეაბილიტაცია შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს, როცა ხიდზე სამუშაოების ნაწილიც კი არ არის შესრულებული. ზუსტად არავინ იცის როდის დასრულდება ამ პატივაყრილი ხიდის რეკონსტრუქცია, რაღაც უცნაური ჯირითის გამოცხადება "თეთრ ხიდზე" ლექსებისა თუ რეპლიკების დატანით," -ამბობს "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარე გია გოქაძე.

ქუთაისში არსებული თეთრი ხიდის რეაბილიტაცია ივლისში დაიწყო და რეაბილიტირებული ხიდი 22 აგვისტოს უნდა გახსნილიყო. ქუთაისის მერიაში სამუშაოების დასრულების ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ, რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანია "ალმა რუს საქართველო" კი ვადების დარღვევისათვის მერიამ 9000 ლარით დააჯარიმა.



ნანახია: 1296-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, ხიდზე ხის საფარი რკინის ფილებით შეიცვლება. ასევე,მოხდება ხიდის კონსტრუქციის გამაგრება.
ქუთაისში არსებული თეთრი ხიდის რეაბილიტაციასთან ერთად, ქალაქის მერია რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს.
თეთრი ხიდის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 445 000 ლარია განსაზღვრული.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების ჩაბარების ვადა ამჯერად აღარ შეიცვლება.
ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება.
ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე სულ 53 ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტი გასცა.
შტაბის დამფუძნებლის განცხადებით, ისინი არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ იბრძოლებენ, არამედ მათ წინააღმდეგაც ვინც პორტირებულები არიან “ქართულ

ამინდი