Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თარიღი : 21-08-2018, 12:31 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

"ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეები ახდენდნენ 4 ერთეული თხმელას სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირებას, დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას - გაეჩენებინათ ავტომანქანა, მოქალაქეები არ დაემორჩილნენ, რის საფუძველზეც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს ავტომანქანის დევნა.

ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა. მან ერთ-ერთ თანამშრომელს სხეულის დაზიანება თავის არეში მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მათ დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს ეკიპაჟის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მოქალაქე დაკავებულია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს განესაზღვრა გირაო 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით," - ნათქვამია სამმართველოს ინფორმაციაში.

საქმე შეიცავს შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შსს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში.


ნანახია: 660-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების განყოფილების
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.
გარემოზე მიყენებული ზიანი 1685 ლარს შეადგენს.
შემთხვევა სოფელ გეგუთში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხდა.
საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.

ამინდი