ქუთაისში პალმების ხეივანი გაანათეს
თარიღი : 21-08-2018, 11:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე პალმების ხეივანი თანამედროვე ტიპის სანათებით განათდა.
სამუშაოები ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისმა" განახორციელა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ძველი, დაზიანებული სანათები, ახალი 50 ვატიანი ე.წ. LED ტიპის მწვანე ფერის სანათებით შეიცვალა. სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.