Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცოტნე ზურაბიანი: ოპოზიცია ანგელა მერკელის ვიზიტის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს

თარიღი : 20-08-2018, 15:34 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
საქართველოს პარლამენტის წევრი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ კომენტარებს ეხმაურება.

ზურაბიანის თქმით, ოპოზიცია მერკელის ვიზიტის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს, რაც არგუმენტებისგან დაცლილია.

"ოპონენტების მცდელობა ანგელა მერკელის ვიზიტის მნიშვნელობა დააკნინონ, იმთავითვე უსაფუძვლოა და არგუმენტებისგან დაცლილია. გერმანიის კანცლერის ოფიციალური ვიზიტი არის ძალიან მკაფიო მესიჯი იმაზე, რომ დასავლეთის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი კვლავაც აქტუალურია. ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, პირველი ვიზიტიდან დღემდე, გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები როგორც პოლიტიკის, ისე საგანმანათლებლო, ეკონომიკური თუ საინვესტიციო მიმართულებით," -ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი 23 - 24 აგვისტოს არის დაგეგმილი. ეს გასული 10 წლის განმავლობაში გერმანიის კანცლერის პირველი ვიზიტი იქნება.

"ის, რომ საქართველოს საკითხი გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე არ განხილულა, ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, როცა რუსეთის პრეზიდენტს არც გერმანიის კანცლერი, არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ ესაუბრება საქართველოზე, რუსეთს მიაჩნია, რომ შეუძლია დაუსჯელად გააგრძელოს ძალადობრივი პოლიტიკა.

NS


ნანახია: 1699-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენაში მონაწილეობას 180 ქვეყანა იღებს და 5 დღის განმავლობაში დაახლოებით 160 000 ვიზიტორს ელოდებიან.
ზურაბიანის თქმით, მისი თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდი იქნება აქტიური და პროდუქტიული.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან
ზურაბიანი მოსახლეობასთან შეხვედრების პირველ ეტაპს შეაფასებს და 10 დღიან ღონისძიებათა ციკლს დაანონსებს.
გამოფენა, რომელზეც ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსების კარიკატურებია წარმოდგენილი, ქუთაისში დღეს გაიხსნა.
წყალტუბოს მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი 2 მაისს, საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
შემთხვევა სოფელ გეგუთში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხდა.
საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.

ამინდი