იტვირთება

სამტრედია-ლანჩხუთის გზაზე მოქალაქე სიკვდილს გადაურჩა

სამტრედია-ლანჩხუთის გზაზე მოქალაქე სიკვდილს გადაურჩა

"უსაფრთხო ქვეყნის უსაფრთხო გზა"-ასეთი სათაურით სოციალურ ქსელში მოქალაქე მანიკო მოქია სტატუსს აქვეყნებს. 

"სამტრედიის რაიონი სოფელი ვაზისუბანი, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის დამაკავშირებელი გზა მე-12-ე კმ. სამტრედიიდან ლანჩხუთის მიმართულებით ვმოძრაობდი, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის დაზიანებამ გამოიწვია ავარია, რომელსაც სასწაულებრივად გადავურჩი.

დღეს მირეკავს გამომძიებელი და მეუბნება, რომ ექსპერტმა გამამტყუნებელი დასკვნა დადო: ორი პუნქტით ვყოფილვარ გამტყუნებული. პირველი- სიჩქარე და მეორე თურმე გზის რელიეფს უნდა ვიცნობდე! საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მე ის გოგო ვარ, თქვენი უპასუხისმგებლობის გამო ორ შვილს ობლად რომ ატოვებინებდით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration  ტურისტებს რომ იწვევთ ქვეყანაში, მინიმუმ უსაფრთხო გზით ხომ უნდა გქონდეთ უზრუნველყოფილი ქვეყანა,"-წერს მანიკო მოქია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები