Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არ დატოვოთ უპასუხოდ მუქარის ზარები,'- ქუთაისში მოქალაქეებს პოლიციის სახელით აშინებენ?

თარიღი : 16-08-2018, 19:35 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, შიანგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის სახელით მოქალაქისგან თანხის ამოღებას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ იურისტი ლევან ჭელიძე ავრცელებს.
იურისტის თქმით, მას ერთ-ერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომელმაც დახმარება სთხოვა.

„მოქალაქეს თავის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი დალომბარდებული ჰყავდა შპს „მოგო“-ში. რაღაც მიზეზების გამო, თანხა ვერ გადაიხადა და ამიტომ, მანქანა „მოგო“-ს იმ მდგომარეობაში მიუყვანა, რა მდგომარეობაშიც დაალომბარდა. დაიდო დასკვნა, რომ მანქანა ნორმალური იყო. მანამდე, რამდენიმე დღის წინ, მასთან სახლში მივიდა მისთვის უცნობი სამი მამაკაცი, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და აცხადებდნენ, რომ იყვნენ პოლიციელები. იყო ასეთი ფრაზები: „რას იმალები, მაინც კი დაგიჭერთ“, „უფრო სერიოზული საქმეები გვაქვს, ხალხი გვყავს დასაჭერი და მაინც დაგიჭერთ“. ჩემმა მარწმუნებელმა ეს საუბარი ჩაიწერა. ამ პიროვნებამ ერთ-ერთმა თავის საკონტაქტო ტელეფონიც დაუტოვა. მე დავუკავშირდი ამ ბატონს, რომელმაც დამიდასტურა, რომ იყო პოლიციელი, რის შემდეგაც მე შეხვედრა ვთხოვე, თუმცა მან იმ პოლიციის განყოფილების დასახელებისგან, სადაც მუშაობდა, თავი შეიკავა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ადამიანი არა პოლიციელი, არამედ „მოგო“-ს პრობლემური დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ამის შემდეგ მივედი ასათიანზე, „მოგო“-ს ფილიალში, ეს ადამიანიც რამდენიმე წუთში მოვიდა. მე მინდობილობა წარვუდგინე, ხოლო მისგან შსს-ს თანამშრომლის მოწმობის წარდგენა მოვითხოვე. ამ პიროვნებამ ვერავითარი მსგავსი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. აგრესიულად იქცეოდნენ იქ მყოფი მისი თანამშრომლები. ჩემი მარწმუნებლის მანქანა გაიყიდა, თუმცა ემუქრებიან იმის გამო, რომ თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. ვალი გადასახდელია, ამაზე არავინ დაობს, თუმცა კაცმა თვითონ მიიყვანა მანქანა და ეს მანქანა გაიყიდა. ამის მიუხედავად, მოქალაქის მიმართ მუქარებია,“ - ამბობს იურისტი.

ლევან ჭელიძის თქმით, ბოლო პერიოდში მას მოქალაქეები ხშირად მიმართავენ იმასთან დაკავშირებით, რომ აღმასრულებლები უკავშირდებიან და ემუქრებიან. იურისტი მოქალაქეებს ურჩევს, რომ აღმასრულებლების მხრიდან მუქარის შემთხვევაში, მათი საუბრები ჩაიწერონ და მაშინვე მიმართონ პოლიციის შესაბამის განყოფილებას საჩივრისათვის.

„არც ერთ შემთხვევაში არ დატოვოთ ეს მუქარის ზარები უპასუხოდ. არავის აქვს უფლება დაგირეკოთ და დაგემუქროთ, რომ სახლში მოგივარდებათ, ნივთებს გაგიყიდით, სახლიდან გამოგაგდებთ და ასე შემდეგ. რაც ვისესხეთ, ის უნდა დავაბრუნოთ, თუმცა ყველაფერს თავისი ფორმა აქვს,“ - ამბობს იურისტი.


ნანახია: 3888-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები ლ. გ. საპატრულო პოლიციას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
როგორც უფლებადამცველი და იურისტი ლევან ჭელიძე ამბობს, მას დაუკავშირდა აღნიშნული ბიუროს თანამშრომელი ს.მ. და ლ. ჭელიძეს თხოვდა
ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე საპატრულო პოლიციის მანქანა გაიტაცეს.

ამინდი