ქუთაისის რამდენიმე ქუჩას და სოფელ ბანოჯის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება
თარიღი : 16-08-2018, 17:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "სათაფლიაში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 05:00 საათიდან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 4800 აბონენტს ქუთაისში - ბუხაიძის, ი. აბაშიძის, შარტავას, გამარჯვების, მეველეს, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე 677 მომხმარებელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტისის სოფელ ბანოჯაში.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟმში აღდგება.