Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას სამტრედიიდან იწყებს

თარიღი : 16-08-2018, 11:05 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას სამტრედიიდან იწყებს. ზურაბიშვილი სამტრედიის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ამომრჩევლებს შეხვდება, რომელთაც საარჩევნო პროგრამას გააცნობს.

"3 საათზე ნიკო ნიკოლაძეს სახლ-მუზეუმში ჩემი საპრეზიდენტო ხედვების თუ პრიორიტეტების წარდგენა. ყველა დაინტერესებულ ჯიხაიშელს, ფოთელს, ქუთაისელს გეპატიჟებით!," - წერს ზურაბიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა ივანე ზურაბიშვილი, ნიკო ნიკოლაძის სიძე და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, ცნობილი პუბლიცისტი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი იყო.

66 წლის ზურაბიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც 2016 წლის მოწვევის პარლამენტში, "დამოუკიდებელი დეპუტატის" სტატუსით, სწორედ „ოცნების“ მხარდაჭერით მოხვდა.

ორი წლის უკან, „დამოუკიდებელ“ ზურაბიშვილს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, „ოცნებამ“ მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი არ დაუყენა, რის ხარჯზეც, ზურაბიშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ნიკა რურუას აჯობა.


ნანახია: 844-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო კამპანია, სამტრედიის რაიონიდან, სოფელ დიდი ჯიხაიშიდან,
ზესტაფონში აგრძელებს მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. პროცესი
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს, გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდებიან.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, არჩევნებში მონაწილეობისათვის ხელმოწერების
ირაკლი შენგელია დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოიგებს.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი