Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ავანგარდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება დაიწყო

თარიღი : 15-08-2018, 18:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა. ქალაქის მერმა დეპუტატებთან ერთად, თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო და მდინარე ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა. გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მაჟორიტარებს ასევე, თეთრი ხიდის, ეზოების კეთილმოწყობისა და ავანგარდის სასაფლაოს კედლის გამწვანების სამუშაოები აჩვენა.

მისი განცხადებით, ქალაქში კიდევ რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.

"ვანგარდში დავიწყეთ სასაფლაოს მიმდებარე ზოლის გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნა იყო. ადგილობრივები აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანებას მოითხოვდნენ და ჩვენ მათ ამ დაპირებას ვუსრულებთ. აქ ცოტა ხანში სრულიად განსხვავებული გარემო იქნება. ასევე მოვინახულეთ თბილისის ქუჩა, რომლის სამუშაოები დაახლოებით მილიონ 56 000 ლარი ჯდება და ის სრულიად რეაბილიტირდება მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ქალაქში წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება,"-განაცხად ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 1970-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საკრებულოს დეპუტატებთან და ტერიტორიული
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე განახლებული სკვერი გაიხსნა. სკვერი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან და
ქუთაისის მერმა თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ამინდი