Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩემს დღეში მოექცეს, ვინც მე დახმარება შემიჩერა, როგორ გამოკვებო შვილები?,'- ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მკვიდრი დახმარების გარეშე დატოვეს

თარიღი : 14-08-2018, 12:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მკვიდრი დარეჯან სანიკიძე სოციალური შემწეობის მიღებას მეორე თვეა ვერ ახერხებს. ქალბატონი ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში შვილებთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. დახმარების სახით მიღებულ 260 ლარს ორი შვილის გამოკვებასა და ავადმყოფი მეუღლისათვის მედიკამენტების შესაძენად ანაწილებდა. იმის გამო, რომ საკვების შეძენას ვერ ახერხებს, შვილები სოფელში, ახლობელთან გაუშვა, თავად კი შეჩერებული შემწეობის აღსადგენად იბრძვის.

“ჩემს დღეში მოექცეს, ვინც მე დახმარება შემიჩერა. აღარ ვარ ნერვიულობით, არ ვიცი როგორ მოვიქცე და რა გავაკეთო. შვილები სარჩენი მყავს, ჩემი მეუღლე ავადაა და მუდმივად წამალი უნდა სვას. აგენტი რომ მოვიდა, მიმტკიცებდა, მუშაობო. რომ ვმუშაობდე, მაგათი დახმარება რად მინდა. რა ვაჭამო ჩემს შვილებს, როდემდე მყავდეს სხვასთან?,“ - ამბობს დარეჯან სანიკიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დარეჯან სანიკიძის ოჯახის მდგომარეობის შეფასება მიმდინარეობს. მათივე თქმით, პროცესს და სარეიტინგო ქულის გამოთვლას სამი თვე დასჭირდება. ამის შემდეგ გადაწყდება სანიკიძეების ოჯახი სახელმწიფოსგან მიიღებს თუ არა დახმარებას და რა ოდენობით.


ნანახია: 784-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.
ნელი გეწაძე მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კომუნალური გადასახადების გადახდას და საკვების შეძენას ვერ ახერხებს.
2010 წელს ოჯახს სოციალური შემწეობა გაზრდილი სარეიტინგო ქულის გამო შეუწყვიტეს. მას შემდეგ კი ხაზარაძეები დახმარების შეწყვეტის
ქუთაისში მცხოვრები ლელი მუშკუდიანი სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს

ამინდი