Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში შინაური პირუტყვის ვირუსულ ინფექციურ დაავადებას ებრძვიან

თარიღი : 13-08-2018, 18:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი ცხოველთა მეპატრონეებს სააგენტოს ვეტერინარებთან თანამშრომლობისაკენ და ცხოველთა აცრისკენ მოუწოდებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია ყველა იმ რეგიონში მიმდინარეობს, სადაც დაავადების გამოვლენის რისკი არსებობს.

„ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდებული შტამისგან დამზადებული ვაქცინა. მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დამატებით, 300 000 დოზა ვაქცინის შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის წესით განხორციელდება. დამატებითი ვაქცინის შესყიდვა მოსაზღვრე ქვეყნებსა და ქვეყნის შიგნით დღეისათვის არსებული ეპიზოოტიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.

ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები (ბორცვები), თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით. მისი გადაცემა შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით. ნოდულარული დერმატიტით ადამიანი არ ავადდება. დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ზოგადი პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ, მსხვილფეხა პირუტყვის დამუშავება მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით, რაც საკმაოდ ეფექტიანია,“ - აცხადებენ სააგენტოში.

ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ ამ დროისათვის 350 ათასი სული პირუტყვია ვაქცინირებული.


ნანახია: 1438-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს
ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარში დაკავებული შინაური პირუტყვის პატრონს ეძებენ.
მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელიოზის გავრცელებაზე საუბრობენ.
ქუთაისისთვის ქალაქის ქუჩებში მოსეირნე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კვლავ პრობლემად რჩება.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ რქოსანი პირუტყვი ქალაქის ქუჩებში არსებულ ნარგავებს აზიანებს.

ამინდი