Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა იწვევს ჭარბოფლიანობას და რომელი დეოდორანტების გამოყენებაა დაუშვებელი - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

თარიღი : 12-08-2018, 18:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ოფლი გამჭვირ­ვა­ლე სი­თხეა, რო­მე­ლიც კან­ში არ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ოფ­ლე ჯირ­კვლე­ბი­დან გა­მო­ი­ყო­ფა. შედ­გე­ბა წყლის­გან, ცო­ტა­ო­დე­ნი შარ­დო­ვა­ნას­გან, მა­რი­ლე­ბის­გან, ცხი­მე­ბი­სა და სხვა ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან. მას­თან ერ­თად ორ­გა­ნიზ­მი­დან ჭარ­ბი სი­თხე და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა.

ოფლი კა­ნის ზე­და­პი­რი­დან ორ­თქლდე­ბა და ორ­გა­ნიზმს აგ­რი­ლებს. კა­ნის სხვა­დას­ხვა უბა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ოფ­ლი­ან­დე­ბა, ყვე­ლა­ზე ხში­რად - ხე­ლის­გუ­ლე­ბი, ტერ­ფე­ბი, იღ­ლი­ის ქვე­და მი­და­მო, შუბ­ლი, ლო­ყე­ბი, მკერ­დი.

ოფლი ადა­მი­ა­ნის­თვის თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის ზა­ფხულ­ში, რო­დე­საც ატ­მოს­ფე­რუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ღალ ნიშ­ნულს აღ­წევს. თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს, ოფლს ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ყო­ფენ. რა იწ­ვევს მას და რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ოფ­ლი­ა­ნო­ბა, ამ თე­მა­ზე ექი­მი-ენ­დოლ­რი­ნო­ლო­გი - ლაშა უჩა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი ფი­ზო­ო­ლო­გი­უ­რად დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 400-500 გრა­მა­დე ოფლს გა­მოჰ­ყოფს, მაგ­რამ ეს შე­სამ­ჩნე­ვი არ არის, რად­გა­ნაც სწრა­ფად ხდე­ბა კა­ნის ზე­და­პი­რი­დან მისი შრო­ბა. თუმ­ცა როცა უკვე ოფ­ლი­ა­ნო­ბა პა­თო­ლო­გი­უ­რად მიგ­ვაჩ­ნია (ღა­მის პე­რი­ოდ­ში, ძი­ლის დროს ადა­მი­ა­ნი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ოფლს გა­მო­ყოფს), და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია.

ამას­თან, ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე, ცხა­დია, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყალს ვი­ღებთ და შე­სა­ბა­მი­სად, ოფლსაც ასე­თი­ვე რა­ო­დე­ნო­ბით გა­მოვ­ყოფთ, - ეს ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­შია. ოფ­ლის გა­მო­ყო­ფის გამო, დე­ჰიდ­რა­და­ცია რომ არ გან­ვი­თა­დეს, ზა­ფხლის სე­ზონ­ზე წყლის მი­ღე­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს...

მაგ­რამ როცა, ზა­ფხულ­ში ადა­მი­ა­ნებს ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბა აწუ­ხებთ და თან, ლო­კა­ლუ­რად (სხე­უ­ლის გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში), შე­იძ­ლე­ბა იყოს სის­ტე­მუ­რიც (მთე­ლი სხე­უ­ლის ზე­და­პირ­ზე) - ორი­ვე მათ­გა­ნი სხვდახ­ვა და­ავ­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რაც შე­საძ­ლოა, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის, რო­გო­რიც არის ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი, სიმ­სუქ­ნე (ჭარ­ბი წონა), შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ან კალ­ცი­უ­მის დო­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა, მი­ზე­ზი აღ­მოჩ­ნდეს; ხოლო წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს ოფ­ლი­ა­ნო­ბა ასე­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია ვი­ტა­მი­ნე­ბის დე­ფი­ციტ­თან. რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მკვეთ­რა­დაა ეს გა­მო­ხა­ტუ­ლი...

რო­დე­საც ადა­მი­ანს ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბა აწუ­ხებს, მისი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა უნდა მოხ­დეს - რა მი­ზე­ზით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა. გარ­და ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მი­სა, ოფ­ლი­ა­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ნევ­რო­ლო­გი­ურ სტა­ტუს­თან, რო­დესც ადა­მი­ანს გარ­კვე­უ­ლი ემო­ცი­უ­რი ლა­ბი­ლო­ბა აქვს, ან ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სია მო­მა­ტე­ბუ­ლი, ად­ვი­ო­ლად აგ­ზნე­ბა­დია და ა.შ. ამ სა­კი­თხში შე­იძ­ლე­ბა ჩა­ერ­თოს რო­გორ ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ასე­ვე ნევ­რო­ლო­გი.

- თუ არ და­დას­ტურ­და ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მის პო­ა­თო­ლო­გია და არც ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი, რო­გორ უნდა ვუშ­ვე­ლოთ პრობ­ლე­მას?

- ამ შემ­თხვვე­ა­ში უნდა ჩა­ერ­თოს კოს­მე­ტო­ლოგ-დერ­მა­ტო­ლო­გი...

ხოლო რო­დე­საც სუ­ბა­რია ჭარბ ოფ­ლი­ა­ნო­ბა­ზე, რო­დე­საც საქ­მე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მას­თან გვაქვს, ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სტა­ტუ­სი, რო­გორც მისი ჰიპო ფუნ­ქცია, ისე ჰი­პერ­ფუნ­ქცია, - ორი­ვე შემ­თხვე­ვა ჭარ­ბოფ­ლი­ა­ნო­ბას იწ­ვევს, მაგ­რამ ეს არ არის ლო­კა­ლუ­რი სა­ხის, რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი სხე­უ­ლის ნა­წილ­ზე, არა­მედ ოფ­ლი­ა­ნო­ბა სის­ტე­მუ­რია (სხე­უ­ლის ზე­და­პირს ფა­რავს).

- მა­გა­ლი­თად, ოფლი მხო­ლოდ კის­რის მი­და­მო­ში რაზე მი­ა­ნიშ­ნებს?

- ეს ხდე­ბა ლო­კა­ლურდ, როცა გარ­კვე­ულ ნა­წი­ლებ­ში ცხი­მო­ვა­ნი ქსოვ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა ხდე­ბა, რაც ჭარბ ოფ­ლი­ა­ნო­ბას იწ­ვევს. ამ დროს შე­საძ­ლოა ლო­კა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სხვადსხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, მა­გა­ლი­თად, დე­ო­დო­რან­ტე­ბით მოხ­დეს. თუმ­ცა არ­სე­ბობს ან­ტი­რეს­პი­რან­ტე­ბი და დე­ო­დო­რან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მძი­მე მე­ტა­ლებს, მა­გა­ლი­თად, ალუ­მინს შე­ი­ცავს, ამი­ტომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა, და­უშ­ვე­ბე­ლია! ისი­ნი სა­დი­ნა­რე­ბის დახ­შო­ბას იწ­ვე­ვენ, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ შე­იძ­ლე­ბა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ავ­და­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან მიგ­ვიყ­ვა­ნოს. სა­სურ­ვე­ლია, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის დე­ო­დო­რან­ტი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მძაფ­რი სუ­ნის შემ­ცი­რე­ბას ახ­დენს და ოფ­ლის გა­მო­ყო­ფას ხელს არ უშის. ოფ­ლის გა­მო­ყო­ფა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სია, მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ორ­გა­ნიზ­მი­დან ტოქ­სი­ნე­ბი და შლა­კე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში არ უნდა დარ­ჩეს!

გარ­და ამი­სა, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში სხე­უ­ლის ზე­და­პი­რის ოფ­ლით და­ფარ­ვა, სხე­ულ­ში ნა­წი­ლობ­რივ ტემ­პე­რა­ტუ­რულ ცვა­ლე­ბა­დო­ბას იწ­ვევს და ორ­გა­ნიზ­მი გა­რე­მოს მა­ღალ ტე­მე­პე­რა­ტუ­რას ეგუ­ე­ბა... ამი­ტომ დე­ო­დო­რან­ტი­სა და ან­ტი­რეს­პი­რან­ტის გა­მი­ჯვნა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვახ­დი­ნოთ!

- ცნო­ბი­ლია, რომ პა­თო­ლო­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში სა­ოფ­ლე ჯირ­კვლებ­ზე ხდე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია...

- კი, სა­ოფ­ლე ჯირ­კვლებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა და ამ სა­ხით მკურ­ნა­ლო­ბაც, ანუ კა­ნის ქვე­და ზე­და­პი­რი­დან სა­ოფ­ლე ჯირ­კვლე­ბის მო­ცი­ლე­ბა ხდე­ბა. ოფ­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, ე.წ. ბო­ტოქ­სით, ვი­ნა­ი­დან ამ დროს სა­ოფ­ლე სა­დი­ნა­რე­ბის არას­რუ­ლი დახ­შო­ბა ხდე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს ჭარ­ბი ოფ­ლის გა­მო­ყო­ფას, თუმ­ცა ბო­ტოქ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა მუდ­მი­ვად, ოფ­ლი­ა­ნო­ბის მო­სახ­სნე­ლად არ შე­იძ­ლე­ბა.

- რას უნდა მო­ი­აქ­ცი­ოს ადა­მი­ან­მა ყრა­დღე­ბა, რომ არ იყოს ამ პრობ­ლე­მით მო­ცუ­ლი?

- ოფ­ლის გა­მო­ყო­ფა საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­თა­ნაც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კერ­ძოდ მას უხე­შად გადსა­მუ­შა­ვე­ბე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა იწ­ვევს. ვი­ნა­ი­დან ამ დროს მე­ტა­ბო­ლიზ­მი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და შე­სა­ბა­მი­სად, ოფ­ლის გა­მო­ყო­ფა უფრო აქ­ტი­ურ­დე­ბა. თუ ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის მი­ღე­ბას­თან, ამ შემ­თხვე­ვა­ში, სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა შე­ი­ზღუ­დოს.

თუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გაქვთ ოფ­ლი­ნო­ბა, ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნავს იმას, რომ საქ­მე გვაქვს რა­ი­მე პა­თო­ლო­გი­ას­თან.

თუ ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნი ამ­ჩნევს, რომ ოფ­ლი­ა­ნო­ბა ნორ­მა­ზე მე­ტია და სველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იღ­ვი­ძებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, სპე­ცი­ა­ლისტს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს, რომ მოხ­დეს მისი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, რათა სა­ბო­ლო­ოდ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სიც და­ი­ნიშ­ნოს, ვი­ნა­ი­დან ოფ­ლი­ა­ნო­ბა ერთ-ერთი სიმპტო­მა­ტი­კაა ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე სხვა პა­თო­ლო­გი­ე­ბის.

ambebi.ge


ნანახია: 1297-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის
11 წლის თეკ­ლა ჯა­ოშ­ვი­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შ­ვია. ის ფე­ნო­მე­ნუ­რი ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი.
პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი

ამინდი