ბაღდათის და ადიგენის მეგობრობის ნიშნად, სახალხო დღესასწაული 'ზეკარობა 2018' გაიმართა
თარიღი : 12-08-2018, 13:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზეკარის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მესხეთის ქედზე, ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მეგობრობის ნიშნად, საერთო სახალხო დღესასწაული-“ზეკარობა 2018“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დოღი, გაიმართა გამოფენა-გაყიდვა. ასევე, მობრძანებულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ეთნო კუთხეებისათვის დამახასიათებელი კერძები. დასასრულს კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ზეკარის უღელტეხილსა და გამორჩეულ ტურისტულ ობიექტ ”ქვასაყდარაზე” 2015 წლის 9 სექტემბერს საფუძველი ჩაეყარა ადიგენისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრობას. მას შემდეგ ყოველწლიურად საერთო სახალხო დღესასწაული "ზეკარობა“ იმართება.
ტრადიციულ საერო დღესასწაულს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, ბარათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, ასევე საერო და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა მობრძანებულ სტუმრებს "ზეკარობა“ მიულოცეს, ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.