Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიამ 28 საუკეთესო სპორტსმენს ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა

თარიღი : 23-01-2014, 16:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ 2013 წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
სპორტის ოლიმპიურ სახეობაში საუკეთესო 28 სპორტსმენს “ვითიბი ბანკში“ ანგარიში გაეხსნებათ და ისინი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად სტიპენდიას მიიღებენ.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას თქმით, ეს არის ქუთაისში პირველი პრეცედენტი, როდესაც ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა სპორტსმენებს სტიპენდიას უნიშნავს.
"ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, რომ 2014 წელს გასული წლის საუკეთესო სპორტსმენებს წავახალისებდით. მე ვისურვებდი, რომ მომავალ წელს წარმატებული სპორტსმენების რაოდენობა გაორმაგებულიყოს,"- განაცხადა მურღულიამ.
ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხრიდან სპორტსმენების ამგვარი წახალისების ფორმით კმაყოფილი დარჩნენ თავად სპორტსმენები და განაცხადეს, რომ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მსგავსი ყურადღება, მათ მეტ სტიმულს მისცემს.


ნანახია: 2880-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ 2013 წლის წარმატებული
ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებამ 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა.
ქუთაისის მერმა გამარჯვებულ სპორტსმენებს ფულადი პრემია გადასცა.
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას მიერ ვეტერან სპორტსმენებზე
ქალაქის მერის შოთა მურღულიას თქმით, ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებას მომავალშიც აქტიურად

ამინდი