ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი დახმარებას ითხოვს
თარიღი : 10-08-2018, 00:05 | კატეგორია: სამართალი, მთავარი თემა

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დეა გოშხეთელიანი სახელმწიფოს მისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს. მისი თქმით, სასამართლო პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, ოქტომბერში კი წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით ყოფილმა მეუღლემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს. გოშხეთელიანი შიშობს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები საფრთხის და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან. ქალბატონი შესაბამის უწყებებს სთხოვს, რომ მომხდარი დროულად და სამართლიანად გამოიძიონ.
,,ოთხჯერ გადაიდო სასამართლოზე ჩემი დაკითხვა. დაცვის მხარე აჭიანურებს სხვადასხვა მიზეზით პროცესს. ჩემი ყოფილი მამამთილი დამემუქრა, რომ ყველა გავლენას გამოიყენებდა იმისთვის, რათს მინიმალური სასჯელით დატოვოს ციხე ჩემმა ყოფილმა მეუღლემ და მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ასეც ხდება. ვთხოვ შესაბამის უწყებებს, სენსიტიურად მიუდგნენ ჩემს პრობლემას და დროულად, სამართლიანად გამოიძიონ მომხდარი,"- განაცხადა გოშხეთელიანმა.