იტვირთება

რიკოთის უღელტეხილის ალტერნატიულ გზას რეაბილიტაცია უტარდება

რიკოთის უღელტეხილის ალტერნატიულ გზას რეაბილიტაცია უტარდება

ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობის 30-მდე სოფლის მოსახლეობა იმ გზის მოწესრგებას ელოდება, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო. მოსახლეობა ამბობს, რომ მოუწესრიგებელი გზის გამო, ხეობა დაიცალა.

“ვერ გეტყვით, რა გაჭირვებით ვცხოვრობთ.გზა, რომ არ არის, მატარებლის განრიგზე ვართ დამოკიდებული. ბევრმა ადგა და წავიდა, დატოვა სოფელი. ეს გზა რომ მოწესრიგდება, მერე ისევ შევსება ხეობა, ხალხი დაბრუნდება. საუკუნის კი არა, ორი საუკუნის პროექტია ეს. გვიხარია, რომ გზი მოწყობა დაიწყო და ვერ გეყვიტ, როგორ მოუთმენლად ველოდებით,”-აცხადებენ ადგილობრივები. 

25-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას კომპანია “ნიუ როუდი” ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 96 მილიონი ლარია და სამუშაოები 2025 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზა რიკოთის უღელტეხილის ალტერნატიულ გზასაც წარმოადგენს. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები