Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის შახტში დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ

თარიღი : 7-08-2018, 13:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული შახტის ადმინისტრაციის თანამშრომლები იმერეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. მათ ბრალს დღეს წაუყენებენ.

დაკავებულები არიან, შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, შახტის მენეჯერი- მამული კუბლაშვილი, უბნის უფროსი- მურადი აბულაძე, ასევე უფროსის მოადგილე და თანაშემწე. ასევე დაკავებულია ინდმეწარმე, იმ ღია კარიერის მფლობელი სადაც მაისის თვეში ორი ადამიანი დაიღუპა.

დაკავებულების ინტერესების დამცველის მამუკა ლილუაშვილის თქმით, შახტის ადმინისტრაციის თანამშრომლების დაკავება მიმდინარე წლის აპრილში მომხდარ იმ უბედურ შემთხვევას უკავშირდება, რასაც 6 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, როგორც ადვოკატი ამბობს, დეტალურად საუბარი მას შემდეგ შეეძლება, რაც საქმის მასალებს გაეცნობა. იმერეთის სამხარეო სამმართველოსთან დაკავებულების ახლობლები იმყოფებიან, რომლებიც მედიასთან არ საუბრობენ.

ასევე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს 2018 წლის 16 ივლისს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც შახტში აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეშახტეების განცხადებით, მათ ასევე უკვე მიმართეს პრემიერს ორი დღის ვადაში კონკრეტული პასუხები მიიღონ რა ელოდება მომავალში შახტს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.


ნანახია: 400-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაკავებულები არიან ინჟინრები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შახტის დირექტორი.
უყურადღებობის შემთხვევაში, მეშახტეები აქციებს აანონსებენ.
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორი წლიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დღეს, 05:00 საათზე მომხდარი
აღნიშნულ უბანზე სამი თვის წინ მომხდარ შემთხვევას 6 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მინდელის სახელობის შახტში მოკვლევის შემდეგ სამთო ინჟინრებმა განაცხადეს, რომ თავიანთ რეკომენდაციებს და მოსაზრებებს მომხდარ ფაქტთან

ამინდი