Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ივლისის თვეში იმერეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 26 ფაქტი გამოვლინდა

თარიღი : 4-08-2018, 12:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ივლისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოვლინდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 69 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 37 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 26 ფაქტი, გურიაში - 9, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 27 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში -1 ფაქტი, შიდა ქართლში - 33, ქვემო ქართლის მასშტაბით - 11 ფაქტი, ხოლო კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 34 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2352 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 61 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.


ნანახია: 1284-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
მათ შორის 214 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

ამინდი