ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა თამაზ მარგველაშვილი გადააყენეს
თარიღი : 23-01-2014, 14:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი პოსტიდან გადააყენეს. 8 თვიანი მუშაობის შემდეგ დეპუტატებმა მარგველაშვილს უნდობლობა 13 დეპუტატმა გამოუცხადა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს.
"ჩვენ არც მის დანიშვნაში მიგვიღია მონაწილეობა და შესაბამისად არ ვაპირებთ გავხდეთ ამ ფარსის მონაწილეები",–აცხადებს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო–საატესტაციო კომისია გასული წლის მაისში შეიქმნა.