Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია მოქალაქეებს თეთრი ხიდის ახალი ისტორიის შექმნას სთავაზობს

თარიღი : 3-08-2018, 10:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის შეთავაზება მოქალქეებს. ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის მკვიდრებს თეთრი ხიდის ახალი ისტორიის შექმნას სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეების მიერ მიწოდებული და მერიის მიერ მოწონებული ფრაზები და ციტატები რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ამოიტვიფრება.

"მოგვაწოდეთ თქვენთვის სასურველი ციტატები და ფრაზები ქუთაისთან დაკავშირებით, არაუმეტეს 12 სიტყვისა. აღნიშნული ციტატები ან ნაწყვეტები სხვადასხვა ცნობილი ლექსიდან თუ ნაწარმოებიდან განახლებული თეთრი ხიდის ლითონის იატაკზე ამოიტვიფრება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ციტატები მოგვაწოდონ მერიის ოფიციალური ფეისბუქის საიტზე, რომელთაგან საუკეთესოებს ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო განიხილავს და შეარჩევს ფილოლოგებთან და ლიტერატორებთან ერთად. სასურველი ციტატები და ფრაზების მოწოდება შეგიძლიათ დაიწყოთ დღეიდან 6 აგვისტოს ჩათვლით,"- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ფოტო: არჩილ გეგენავა


ნანახია: 932-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილზე ხიდის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი პირები, ლითონისა და მინის ფილების სილიკონით დამუშავების სამუშაობს ახორციელებენ.
ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება.
ქუთაისში ისტორიულ თეთრ ხიდზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი