Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შრომის ინსპექცია საწარმოებს კომპანიების წინასწარი თანხმობის გარეშე შეამოწმებს

თარიღი : 2-08-2018, 11:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შრომის ინსპექციას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიების შემოწმების, დარღვევების აღმოჩენისას კი შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების უფლება სასამართლოსა და კომპანიის წინასწარი ნებართვის გარეშე მიენიჭა. აღნიშნულს "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი ითვალისწინებს, რომლის სანქციების ნაწილი ძალაში მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან შევიდა.

"ბუნებრივია ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ადექვატურად მომზადებულნი ვხვდებით, ახალი უნიფორმებით, პლანშეტებით და სხვა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით, რომელიც ინსპექტირების პროცესს ელექტრონულ რეჟიმში გადაიყვანს და ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას.

აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, დაგეგმილია ელექტრონული აპლიკაციის შექმნა, რომელიც წარმოადგენს ინოვაციას და ერთიან სისტემაში მოაქცევს შრომის უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრებას და თანამედროვე ევროპული სტანდარტების ჩამოყალიბებას," - ამბობს შრომის ინსპექციის წარმომადგენელი ბექა ფერაძე.



ნანახია: 1524-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიის რკინიგზაში საწარმოოს პროცესის დროს მუშაო დაიღუპა.
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება

ამინდი