Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თემურ ცამციშვილმა და დავით საყვარელიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართეს

თარიღი : 23-01-2014, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე და ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ცამციშვილი პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ.
როგორც პარლამენტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე დავით საყვარელიძემ განაცხადა, პროკურატურა თემურ ცამციშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებას მიმართავს და ზეწოლას ახორციელებს.
საქმე ეხება კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ცამციშვილის სასამართლო პროცესს. პროკურატურა მას სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განმარტეს, მერიამ პროკურატურას რამდენიმე თვის წინ მისწერა, რომ ცამციშვილის ქმედებით არანაირი ზარალი არ მიადგა, ახლახანს კი, მერიამ მეორე წერილი მიაწოდა პროკურატურას, რომელშიც თვითმმართველობა თავს დაზარალებულად მიიჩნევს.
"ორი ურთიერთგამომრიცხავი წერილის არსებობა და მერიის პოზიციის შეცვლა თვეების შემდეგ პროკურატურის ხელით განხორციელდა, რაც პირდაპირ არის პოლიტიკური ზეწოლა", - განაცხადა ბრიფინგზე დეპუტატმა დავით საყვარელიძემ.


ნანახია: 2461-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, სააპელაციომ პროკურატურის მოთხოვნა კვლავ არ დააკმაყოფილა, ხოლო თემურ ცამციშვილის სააპელაციო
მერიის კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსს დაახლოებით 6 000 ლარის გაფლანგვაში ედება ბრალი.
კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, პროკურატურა ქუთაისის მერიას ავალდებულებს, პოზიცია შეიცვალოს და სასამართლო პროცესზე
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ცამციშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ცამციშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 29
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, დღეს ჩანიშნულ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმედ ქუთაისის მერიის თანამშრომელი იყო წარმოდგენილი,

ამინდი