გელათის მონასტერი, ცუცხვათის მღვიმოვანი და ახალსოფლის წყალსაცავი ერთმანეთს ტურისტული ბილიკით დაუკავშირდებიან
თარიღი : 31-07-2018, 15:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში, გელათის მონასტერი–ცუცხვათის მღვიმოვანი–ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი 24,4 კმ. სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო, რომელის გრიგოლ დალაქიშვილმა და თემურ ჩუბინიძემ, მოლაშქრეთა ჯგუფთან ერთად გაიარეს.
პროექტის ფარგლებში, ასევე გაკეთდა 5 საბანაკე ადგილი და 5 გადასახედი მოედანი. ტურისტული ბილიკის გასწვრივ დაიდგა ნიშნულები, საინფორმაციო დაფები, განხორციელდა ბილიკის მარკირება, დაიბეჭდა ბილიკის ქართულენოვანი საინფორმაციო ცნობარი და რუკა. ტურისტული მარშრუტით, ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული 15–მდე ისტორიული ძეგლი მოინახულონ.
მუნიციპალიტეტის მერიამ, საფეხმავლო ბილიკის გხსნასთან დაკავშირებით, ორდღიანი სალაშქრო ტური მოაწყო, რომლის ფარგლებში, მოხალისეებმა ფეხით, გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ცუცხვათის მღვიმოვანამდე 14 კილომეტრი გაიარეს და იქ დაბანაკდნენ.
პროექტი, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდამჭერით, „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემების და მიკრო-მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა" იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ადმინისტრირებით განახორციელა.