ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს ნოდარ ჯიქია უხელმძღვანელებს
თარიღი : 30-07-2018, 17:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის" იურისტი, ნოდარ ჯიქია უხელმძღვანელებს.
ნოდარ ჯიქია საბჭომ ღია კენჭისყრის წესით ერთხმად აირჩია. საბჭოს ასევე ეყოლება თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში შეიკრიბა და სხდომას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა. ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო ქალაქის მერს და ადგილობრივი თვითმმართველობას რეკომენდაციებსა და სხვადასხვა წინადადებებს წარუდგენს. საბჭო ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ბიზნეს სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.
21-წევრიანი საბჭო მერის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოა და მის შექმნას ადგილობრივ ხელისუფლებას კანონი ავალდებულებს.
საბჭოს წევრები მერს მისცემენ რჩევებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვა, ქალაქის გამწვანება, ქალაქის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხილვა და სხვა.
"ჩვენ მას ვაძლევთ გარკვეულ რჩევებს, რეკომენდაციებს და რამდენად გაუითვალისწინებენ, ეს მათი საქმეა. ჩვენ გვინდა, რომ საბჭო იყოს მოქმედი და აქტიური,"-ამბობს ნოდარ ჯიქია.