ვანდალიზმის ფაქტები ჭიათურაში-სოფელ მანდაეთში უნიკალურ მღვიმესთან განთავსებული ბანერი დააზიანეს
თარიღი : 30-07-2018, 10:52 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ჭიათურის სოფელ მანდაეთში მდებარე მღვიმის საინფორმაციო ბანერი დააზიანეს. აღნიშნული ჭიათურის სოფლებში ტურისტებისათვის საინტერესო ადგილებში საინფორმაციო ბანერების დაზიანების მეორე ფაქტია.
სოფელ მანდაეთში უნიკალური მღვიმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, ჭიათურის მეორე და სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: გია და გელა ციცვიძეებმა, გიორგი მუმლაძემ, ავთო ციცვიძემ, სპელეოლოგმა ლადო მუმლაძემ და მანდაეთში მაცხოვრებმა ბონდო მუმლაძემ 2016 წელს აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია რომ, აღნიშნულმა ჯგუფმა მანამდე მღვიმე რამდენიმეჯერმე დალაშქრა.
ექსპედიციის მსვლელობისას მოხდა მღვიმეს დიდი ნაწილის შეფასება, რომლის ჯამური სიგრძე ნახევარი კილომეტრია და 3 სართულზე ვრცელდება. მღვიმეში გაედინება დაახლოებით 1 ლიტრი წამში დებიტის მქონე ნაკადი.
მანდაეთის მღვიმეს აქამდე მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაც „ზაქარიას კლდის მღვიმე“ ეწოდებოდა.
მღვიმის ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით და რომლის ჭერის სიმაღლე 15, სიგანე 5 და სიგრძე 35 მეტრია, მიენიჭა ქართველი სპელეოლოგის, პროფესორ ზურაბ ტატაშიძის სახელი.
მღვიმის დეტალური კვლევის შემდეგ შესაძლებელია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.