ჭიათურის მერის დაპირება-ჭიათურის ყველა სოფელს რეაბილიტირებული გზა ექნება
თარიღი : 30-07-2018, 10:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

“ჭიათურის ყველა სოფელს რეაბილიტირებული გზა ექნება,“ - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ სოფელ ხრეითში განაცხადა, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის მიხედვით, გზის 2.5-კილომეტრიან მონაკვეთზე გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, სამი მილიხიდის,ბეტონის თვალამრიდების და საგზაო ნიშნების გაკეთება.
„ამ ეტაპზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის 3 სოფელში: ეწერში,ხვაშითსა და ხრეითში მიმდინარეობს .მომავალ კვირას გზების მშენებლობა ვაჭევსა და სარქველეთუბანში დაიწყება. მინდა გითხრათ, რომ პროცესი ამით არ დასრულდება და შემდეგ ეტაპზე ახალი გზით სოფლების: ჭალოვანისა და წინსოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. ასევე დაიწყება მანდაეთი-ტყემლოვანას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა .საბოლოოდ კი, ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული გზა ყველა სოფელს ექნება," - განაცხადა პაატა ნადირაძემ.
სოფელ ხრეითში სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება-888,873 ლარს შეადგენს.