Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე რედბული და ქვეყნები, სადაც მისი მიღება აკრძალულია

თარიღი : 29-07-2018, 15:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხალხის უმრავლესობა ამჯობინებს ენერგიული სასმელები დალევას, რათა გადააგორონ დამღლელი და მომქანცველი შუადღე. განსაკუთრებით მსგავსს სასმელებს სტუდენტები სვამენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ რედბულის დახმარებით სიფხიზლეს მთელი ღამის განმავლობაში შეინარჩუნებენ. თუმცა მათ არავინ აფრთხილებს იმის შესახებ, რომ ერთი ქილაც კი გულის შეტევის რისკს საგრძნობლად ზრდის.

რას უშვება რეალურად რედბული თქვენს ორგანიზმს?


ენერგიული სასმელი სისხლის გასქელებას უწყობს ხელს, რომელსაც კარდიოვასკულარულ დაავადებებამდე მივყავართ. რედბულის დალევიდან ერთი საათის შემდეგ თქვენი სისხლის კონდიცია ემსგავსება ისეთი ადამიანისას, რომელსაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადება. თუმცა, ამის მიუხედავად, მწარმოებები კომპანია ირწმუნება, რომ მას ისეთი ეფექტი აქვს, როგორიც ერთ ჭიქა ყავას. იგივე ეფექტის მიღება თქვენ კოფეინისგან შეგიძლიათ, რომელიც კომბინაციაშია დიდი რაოდენობით შაქარსა და დამატკბობელთან, მაგრამ სხვაობა ენერგეტიკულ სასმელსა და ყავას შორის ის არის, რომ რედბულის ეფექტი, რომელსაც მისი ინგრედიენტები იწვევს რეალურად არაა ცნობილი.

ენერგეტიკული სასმელი შეიცავს ასპარტატს, ნეიროტოქსიკურ ნივთიერებებს, ალერგიულ და კარციოგენურ საშუალებებს. გარდა ამისა, თქვენ მოგიწევთ წინააღმდეგობა გაუწიოთ ძილის ძლიერ სურვილს, ერთი სიტყვით გარკვეულწილად მანკიერ წრეზე გატარებთ.

ქვეყნები, რომლებიც კრძალავენ ენერგეტიკულ სასმელს:

უკანასკნელ წელიწადში 3.5 ბილიონ ქილაზე მეტი რედბული გაიყიდა 143 ქვეყანაში. სტატისტიკურად დადგინდა, რომ ენერგეტიკული სასმელები ორჯერ უფრო მეტად იყიდება ვიდრე უბრალოდ წყალი. სწორედ მისი ასეთი პოპულარობიდან გამომდინარე, ზოგიერთმა ქვეყანამ მათი გაყიდვა აკრძალა, რადგან ძალიან დიდი საფრთხე და ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის.

დღეისათვის, დანიამ და ურუგვაიმ აღმოაჩინეს შესაძლო ჯანმრთელობის პრობლემები და გართულებები, რომელსაც რედბული იწვევს, რის გამოც ამ ორ ქვეყანაში ეს სასმელი აიკრძალა. ქუვეიტში, რედბული არალეგალურია და არ იყიდება 16 წლამდე ბავშვებზე, რადგან 2 შემთხვევა დაფიქსირდა დაბალ ასაკში, როცა მან გულის შეტევა გამოიწვია.

ვინ არის მაღალი რისკის ქვეშ განსაკუთრებით?
ენერგეტიკული სასმელები სისხლძარღვების ფუნქციაზე ახდენენ გავლენას, ამიტომ გაითვალისწინეთ თუ ეს სიმპტომები გაქვთ მნიშვნელოვანია მათთვის ყურადღების მიქცევა:

– მღელვარება
– ჰიპერტენზია
– ქრონიკული დაღლილობის ნიშნები
– სტრესი
– კოფეინზე მგრძნობელობა
– გულ-სისხლძარღვთა დაავადება

ენერგეტიკული სასმელის მიღება განსაკუთრებით არაა სასურველი ფეხმძიმე და მეძუძური დედებისთვის.
რაც შეეება ენერგიას, მისი მიღება ნატურალურად, ბუნერრივი გზით შეგიძლიატ, უბრალოდ მიირთვით ჯანსაღი და ომეგა-3-ით მდიდარი საკვები და ივარჯიშეთ რეგულარულად.

bfm.ge


ნანახია: 2026-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოლო ოთხი თვის მონაცემით ენერგეტიკულ სასმელების გაყიდვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა.
ენერგეტიკული სასმელი ეს არის მატონიზირებელი სითხე, რომელიც ადამიანს ენერგიის მცირეხნიანი მოზღვავების შეგრძნებას აძლევს. მისი
რატომ არ უნდა მიაყოლოთ ალკოჰოლს ტკბილი გაზიანი სასმელები?
კოფეინი აჩქარებს მეტაბოლიზმს.
"ერთი თვეც რომ იდოს ასე, არ გაფუჭდება, გაზი ინახავს და არ აფუჭებს სიცხეში“
შრომის უნარს ზრდის ახლად გამოწურული ბროწეულის წვენი, რომლის სასარგებლო თვისებებს განსაზღვრავს მასში შემავალი მაგნიუმი, კალიუმი,

ამინდი