წყალტუბოს სოფელში წყლის მოთხოვნით გზა გადაკეტეს
თარიღი : 27-07-2018, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვილიშორის მოსახლეობამ გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ.
მოსახლეობის განცხადებით, წლებია სოფელს აღნიშნული პრობლემა აწუხებს, წყლის მილები სოფელში ერთი წლის წინ გაიყვანეს, თუმცა მოსახლეობას სასმელი წყალი არ აქვს.
მოსახლეობის პრეტენზიების საპასუხოდ წყალტუბოს მერის მოადგილე აცხადებს, რომ ქსელი სატესტო რეჟიმში მუშაობს და წყალს რამდენიმე დღეში გაუშვებენ.
წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, პროექტი ხარვეზითაა შესრულებული. მამუკა საღარეიშვილი სამართლდამცავებს მიმართავს დაინტერესდნენ, რაში დაიხარჯა სამუშაოებისათვის გაწერილი ნახევარი მილიონი.