'წინა საუკუნეში წარმოებული, გადაზელილი ქაბაბი იყიდება,'- ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტები ქუთაისის სუპერმარკეტებში და უმოქმედო მაკონტროლებელი

ქუთაისში მომხმარებლები სუპერმარკეტებში ვადაგასული საკვები პროდუქტების რეალიზაციის ფაქტებზე საუბრობენ და სურსათის ეროვნული სააგენტოსგან რეაგირებას ითხოვენ.
ხატია ბანძელაძის თქმით, ქუთაისში, ე.წ. გორის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "სპარში" ქაბაბი შეიძინა, რომელიც გაფუჭებული აღმოჩნდა.
"გუშინ "სპარში" წინა საუკუნეში წარმოებული, ერთმანეთში გადაზელილი ქაბაბი დაგვხვდა. არ მიყვარს ფაქტების გარეშე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ტელეფონი თან არ მქონდა, ამიტომ ფოტოც არ მაქვს. თუმცა იმ ქაბაბის ნახვა დღესაც შესაძლებელი იქნება, ხვალაც ზეგაც და მანამ, სანამ ვინმე არ იყიდის. უკვე მერამდენედ მიწევს სურსათის ეროვნულ სააგენტოში დარეკვა? სხვათა შორის, წინა შემთხვევა სხვა მაღაზიათა ქსელს ეხებოდა და ორი სამუშაო დღეც კი არ დასჭირვებიათ, რომ მისულიყვნენ და პრობლემა შეესწავლათ.
სამასჯერ რომ მივლენ, სამასმეერთეჯერ იმედია იმ ნაგავ პროდუქტს ადგილს მიუჩენენ," - ამბობს ხატია ბანძელაძე.
აკაკი გურგენიძემ იგივე სუპერმარკეტში კრაბის სალათა შეიძინა, რომელიც ასევე ვადაგასული აღმოჩნდა.
"ოფისში მივედი, ავხადე თავი და დატრიალდა და რა დატრიალდა კატასტროფა სუნი. დავბრუნდიი უკან და ვკითხე რა არის-თქო და ალბათ გზაში გაგიფუჭდათო. ხაჭოს გამო მქონდა პრობლემა "დეილთანაც," - ამბობს გურგენიძე.
გაფუჭებული ტოსტის ყველი მიყიდეს მომხმარებელს სუპერმარკეტების ქსელ "ნიკორა"-ში.
"ნიკორამ" გაფუჭებული ტოსტის ყველი გამოატანა ბავშვს და გავაფრინე," - ამბობს სოფია რაჭველი.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პრობლემა მათთვის სიახლეს არ წარმოადგენს და სურსათის ეროვნული სააგენტო სავაჭრო ობიექტებს მუდმივად ამოწმებს.