ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ხეების განზრახ დაზიანების ფაქტს საგამოძიებო უწყება სწავლობს
თარიღი : 24-07-2018, 16:30 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ხეების ხმობის ფაქტს საგამოძიებო უწყება სწავლობს. ერთ-ერთი მოქალაქის პოსტით, სადაც ხეების განზრახ ხმობაზე იყო საუბარი, ქუთაისის მერია დაინტერესდა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნული საქმე უკვე გადასცა საგამოძიებო უწყებას. პირველადი ინფორმაციით, ხეები განზრახაა დაზიანებული.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქში მწვანე საფარი და რეკრეაციული ზონა მაქსიმალურად მოვლილი და დაცული უნდა იყოს. მსგავს ფაქტებს კი ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ადგილობრივი თვითმმართველობისგან.
იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხეების გადარჩენა ვერ მოხერხდა, ადგილზე იმავე სახეობის ხეები დაირგვება.