Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო სპორტულ ფესტივალს მასპინძლობს

თარიღი : 21-07-2018, 20:49 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საერთაშორისო სპორტულ ფესტივალს მასპინძლობს. ტურნირი ქუთაისის მერიის უშუალო მხარდაჭერით და დაფინანსებით ტარდება. პარასპორტსმენებს შორის შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთსა და ნარდში გაიმართა. ფესტივალში 26 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მონაწილეობს მათ შორის სტუმრები უკრაინიდან.

დღევანდელ ტურნირს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ესწრებოდა, რომლის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ქუთაისის მერია ყოველთვის გაუწევს დახმარებას და მხარდაჭერას იმისთვის, რომ მათ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და სხვადასხვა კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩაერთონ.

"ქუთაისის მერიის მხარდაჭერით უკვე არაერთი ღონისძიება გაიმართა. ეს არის სპორტული ტურნირი, სადაც სტუმრები უკრაინიდანაც გვყავს. ქუთაისის მერია ყოველთვის იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გვერდით და ხელს შევუწყობთ რომ მათ ჰქონდეთ ბევრი შესაძლებლობა და საშუალება, ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

NS


ნანახია: 722-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მერიის თეთრ
ქუთაისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი საუკეთესო მუნიციპალიტეტის კონკურსში გაიმარჯვა.
ქუთაისში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ამომრჩეველთა უფლებებზე უკეთ ინფორმირების მიზნით ტრენინგ-სემინარი ჩაუტარდათ.
აღნიშნული ტურნირი ქუთაისის მერიამ დააფინანსა.
ქუთაისში ეტლი 53 ბენეფიციალმა მიიღო. მსგავსი საქველმოქემდო აქცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მომავალშიც გაიმართება.

ამინდი