გლოვის დღე ტყიბულში-გარდაცვლილ 3 მეშახტეს დღეს დაკრძალავენ
თარიღი : 21-07-2018, 14:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილ 3 მეშახტეს დღეს დაკრძალავენ, ერთის დაკრძალვა კი ხვალ გაიმართება.
ტყიბულის ცენტრში, ადგილობრივები, მეშახტეები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და პროფკავშირების წევრები არიან არიან შეკრებილები, რომლებიც აცხადებენ, რომ შრომის უსაფრთხოება შახტებში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
"ორშაბათს, 11:00 საათზე ვიკრიბებით ტყიბულის ცენტრში, რათა ტყიბულის შახტის ადმინისტრაციას გავაგებინოთ ჩვენი ხმამაღალი პასუხი. ხელისუფლებას რაც შეეხება, მათ ვთხოვთ, რომ დაგვიდგნენ გვერდით,"- აცხადებს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ 240-ე მუხლის მე-2-ე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების დროს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.