Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეფუტკრე, რომელსაც შარშან ადიდებულმა რიონმა ფუტკრის 1014 ოჯახი ერთ ღამეში გაუნადგურა, მზადაა ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მეფუტკრეებს ფუტკრის ოჯახები საჩუქრად გადასცეს

თარიღი : 20-07-2018, 18:35 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „თაფლი საჩინო“ თავმჯდომარე მინდია ქავთარაძე მზად არის სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მეფუტკრეებს ფუტკრის ოჯახები საჩუქრად გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინდია ქავთარაძემ აღნიშნა, მისი სურვილია, რომ დაზარალებულთა დახმარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

„მე ძალიან კარგად მესმის ყველა იმ ფერმერის, რომელთაც სტიქიამ ფუტკრის ოჯახები გაუნადგურა. ასეთ დროს თანადგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავს სიტუაციაში მეც აღმოვჩნდი 2017 წელს, როდესაც აბაშაში სამომთაბაროდ გადაყვანილი 1014 ფუტკრის ოჯახი ადიდებულმა რიონმა ერთ ღამეში გამინადგურა. საქმიანობის გაგრძელება
სახელმწიფოს დახმარებით შევძელი. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო დაზარალებულთა დახმარებაში, საჩუქრად გადავცე ფუტკრის ოჯახები და ვანუგეშო“, - აღნიშნა მინდია ქავთარაძემ.

2017 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მინდია ქავთარაძემ საფუტკრე მეურნეობის აღდგენა სახელმწიფო პროგრამებში - „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“ - ჩართვით შეძლო. ფერმერს დახმარება ავსტრიის განვითარების სააგენტომაც (ADA) გაუწია.


ნანახია: 1151-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეფუტკრეობის მეურნეობა ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში მდებარეობს.
ღონისძიება 18 აპრილს, 12:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში, მინდია ქარქაშაძის საფუტკრე მეურნეობაში შედგება.
ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე, მოადგილე მინდია ტაბიძე და ადგილობრივი
საქართველოს მთავრობა მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
ნოდარ კერესელიძე და ტომაშ პერნიცკი ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების -'სარგო',

ამინდი