ჩავარდნილი პროექტი და ხელფასებზე დახარჯული მილიონები
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჩავარდნილი პროექტი და ხელფასებზე დახარჯული მილიონები

თარიღი : 19-07-2018, 14:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მისი გუნდის წარმომადგენლები მუდმივად აჟღერებენ იდეას, რომ საქართველომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე აქტიურად უნდა იზრუნოს და ამ მიმართულებაზე უმთავრესი აქცენტის გაკეთებაც იგეგმება. იდეა, ბუნებრივია, სწორია, ვინაიდან 21 საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეა, თუმცა როგორ უნდა მოხერხდეს აღნიშნული მიზნის მიღწევა, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარს ინტერნეტიც კი არ აქვს გაუგებარია.

არადა, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაჟღერდა საკმაოდ მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ,,საყოველთაო ინტერნეტიზაციის” პროექტის შესახებ იდეა, რომელიც 2 წელია ფაქტობრივად დაპაუზებულია. პროექტს სრულად აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი მისი ფონდის ,,ქართუს” მეშვეობით, რაშიც დაახლოებით 100-150 მილიონი დოლარი უნდა დაიხარჯოს. 2016 წელს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ოფიციალურად მისი განხორციელება იწყებოდა. პროექტს ა(ა)იპ OPEN NET-ი ახორციელებს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს” მიერ 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნდა.

ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც ყველამ მიივიწყა
პროექტი, რომლითაც ხელისუფლება 2014 წლის არჩევნების შემდეგ მუდმივად თავს იწონებდა და რომელის შედეგადაც 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა, მივიწყებას მიეცა. აღარავის ახსოვს 10 რეგიონის 500-მდე სოფელი, რომელიც ინტერნეტ კაბელით უნდა დაქსელილიყო. მასზე აღარც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ და არც “ოფენ ნეტის” მენეჯმენტის მხრიდან გაკეთებულა რაიმე განცხადება მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ზოგადად, “ოფენ ნეტის” მენეჯმენტი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, ვინაიდან ისინი საჯარო სივრცეში ფაქტობრივად არ ჩნდებიან. არადა, საყოველთაო ინტერნეტიზაცია ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური და იმედისმომცემი პროექტია, რომელმაც ინტერნეტზე წვდომის საშუალება უნდა მისცეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, გარდა ამისა, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენის შანსი უნდა გააჩინოს, რაც უზრუნველყოფს კონკურენციას და შესაბამისად ფასების შემცირებას ინტერნეტბაზარზე.

პროექტმა დაანონსებისთანავე საზოგადოებაში უდიდესი მოწონება დაიმსახურა. მას იწონებდნენ როგორც რეგიონებში მოღვაწე ბიზნესმენები, ასევე სფეროს სპეციალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა, ვინაიდან ჩნდებოდა საშუალება, რომ ფაქტობრივად მთელი საქართველო დაფარულიყო ინტერნეტით, რაც ხელს შეუწყობდა ქვეყნის განვითარებას და მოსახლეობას გამოიყვანდა მხოლოდ სატელევიზიო ინფორმაციის ვაკუმიდან.

უპასუხოდ დატოვებული კითხვები ,,ოფენ ნეტისგან”

,,ოფენ ნეტის” დაფუძნებიდან დღემდე მისი ხელმძღვანელი ნინო ქუბინიძეა. ჩვენ, ბუნებრივია, დავინტერესდით თუ რა ეტაპზე იყო საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი და კითხვებით ,,ოფენ ნეტს” მივმართეთ, მაშინ ჯერ კიდევ ნინო ქუბინიძე იყო სააგენტოს ხელმძღვანელი.

კითხვაზე თუ რა ეტაპზე იყო მიმდინარე სამუშაოები და კონკრეტულად თუ რომელ სოფლებში იყო გაყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გვიპასუხეს, რომ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების პროექტირება-მშნებლობის მიზნით, გამოცხადებულია სახელმწიფო შესყიდვა. გარდა ამისა, გვითხრეს, რომ არცერთ სოფელში ჯერ არ დაწყებულა ოპტიკური ქსელის გაყვანა. უფრო მეტიც, მათ კონკრეტულად ვერ გვითხრეს, მოხერხდებოდა თუ არა 2019 წლის ბოლომდე საქართველოს რომელიმე რეგიონში კაბელის გაყვანა. არც ის იციან როდის დასრულდება საბოლოოდ სოფლების სრული ინტერნეტიზაცია, არადა მუდმივად იყო საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2020 წლისთვის საქართველოს ყველა სოფელი ინტერნეტით უნდა დაფარულიყო.

პროექტის ფარგლებში თანხები მხოლოდ მაღალ ხელფასებზეა დახარჯული

რაც შეეხება ხარჯებს, როგორც ,,ოფენ ნეტში” განგვიცხადეს, ორი წლის განმავლობაში არანაირი თანხები არ დახარჯულა, მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ იგეგმებოდა 19 050 000 ლარის დახარჯვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ოთხ ლოტზე. თუმცა როდის, ამაზე პასუხი არ გაუციათ. გამოდის, რომ 2 წლის განმავლობაში ,,ოფენ ნეტი” თანხებს მხოლოდ ხელფასებზე ხარჯავდა. რაც შეეხება ხელფასებს, ამის შესახებ ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია, თუმცა, ნინო ქუბინიძე ,,ოფენ ნეტის” თავმჯდომარეობამდე ციფრული მაუწყებლობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და როგორც მის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა მან 2016 წელს შემოსავლის სახით 68500 ლარი მიიღო, ანუ საშუალოდ თვეში 5700 ლარი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ,,ოფენ ნეტშიც” საკმაოდ მაღალი ოდენობის შემოსავალი ექნება მასაც და დანარჩენ თანამშრომლებსაც.

გადაარჩენენ თუ არა პროექტს ბიძინა ივანიშვილი და მამუკა ბახტაძე
როგორც ვხედავთ, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი სრული კრახის წინაშეა და გამოსავალიც ერთი შეხედვით არსაიდან ჩანს. პროექტის გაგრძელება მნიშვნელოვანწილად, ალბათ, ისევ მის დამფინანსებელ ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული. საინტერესოა რატომ არ დაინტერესდა იგი 2 წლის განმავლობაში თუ რაში იხარჯებოდა მის მიერ გამოყოფილი თანხები და რატომ არ გაამახვილა ყურადღება ,,ოფენ ნეტის” საქმიანობაზე.

ძნელად წარმოსადგენია, რომ 2020 წლამდე კიდევ მოესწროს ქვეყნის 90%-ის ინტერნეტიზაცია, მაგრამ მისი სრულად მივიწყებაც დანაშულის ტოლფასი იქნება ქვეყნის წინაშე. ამიტომაც, აუცილებელია რომ ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაინტერესდეს ,,ოფენ ნეტის” საქმიანობით, დანიშნოს მის თავმჯდომარედ შესაბამისი კომპეტენციის ადამიანი და დროულად მოახდინოს იმ საქმიანობის განხორციელება, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში იყო დაგეგმილი. სხვაგვარად, ქვეყნის განვითარება სერიოზული საფრთხის წინაშე დგება.

bfm.ge


ნანახია: 550-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმისათვის, რომ ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს, საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება
პროგრამა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება.
ინტერნეტპროვაიდერების მიერ მიღებული ჰოსტინგ შემოსავლები ყოველწლიურად, დაახლოებით, 20%-ით იზრდება.
როგორც ჩაფიძე განმარტავს, კოალიცია „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბებულია, მისი მეშვეობით მოვიდა აღნიშნული კოალიცია
პრემიერის თქმით, სახელმწიფო პროგრამა კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.
ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობა მუდმივად განსჯის საგანია. იგი ხან მოიაზრებოდა როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.
ახლობლების ინფორმაციით, დაკარგულს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს

ამინდი