'მომხდარი მუშას არ უნდა დაბრალდეს და უნდა დაისაჯოს ადმინისტრაცია, ჩვენ არ გავჩერდებით,'-ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახების მოთხოვნები
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მომხდარი მუშას არ უნდა დაბრალდეს და უნდა დაისაჯოს ადმინისტრაცია, ჩვენ არ გავჩერდებით,'-ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახების მოთხოვნები

თარიღი : 17-07-2018, 11:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისა და 4 ადამიანის გარდაცვალების მიზეზებს შრომის ინსპექციის ინსპექტორები შეისწავლიან. მომხდართან დაკავშირებით საქართველოში გერმანელ ექსპერტებს ელოდებიან.

რა მოხდა შემთხვევის უბანზე, აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვთ დაღუპულთა ოჯახებს. სამაგიეროდ, ოჯახები შახტში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ "საქნახშირ ჯი აი ჯი" ქვანახშირის მოპოვეას ადვილი და იაფი გზით ცდილობს.

"35 წელი გახდებოდა, რაც მამაჩემი შახტაში მუშაობს. უსაფრთხოების ნორმები რომ დაცული არ არის, ამის თქმა შემიძლია, რადგან მეც იქ ვმუშაობდი და ვიცი. როცა რაიმე დება, მუშას აბრალიან, ახლაც ასე არ უნდა მოხდეს. უნდა დაისაჯოს ადმინისტრაცია და ყველა ის პირი, ვინც შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზეა პასუხსიმგებელი. ჩვენ ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, ვნახოთ რა იქნება, არ გავჩერდებით," - ამბობს დაღუპული მეშახტის შვილი გაგა გამეზარდაშვილი.

შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ხელისუფლებამ მისი დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. დროებით დახურვის პერიოდში შახტში არსებული მდგომარეობა ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ და თუ დადგინდება, რომ შახტების ფუნქციონირება არ შეიძლება, ობიექტი საბოლოოდ დაიხურება.

გარდაცვლილთა ოჯახებში აცხადებენ, რომ ტყიბულისთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალება შახტებში მუშაობაა, თუმცა თუ შახტები დასაქმებულთა მკვლელად იქცევა, აცხადებენ, რომ ამგვარი დასაქმება არ სურთ.

ცნობისთვის, მინდელის შახტში 4 მეშახტე იმ უბანზე დაიღუპა, რომელზეც უბედურ შემთხვევას სამი თვის წინ, 6 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ნანახია: 528-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დღეს, 05:00 საათზე მომხდარი
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახები სამართალდამცავებისგან იმ შემთხვევის ობიექტურად გამოძიებას
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულმა მეშახტეებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც მათი მოთხოვნები გააჟღერეს.
აღნიშნულ უბანზე სამი თვის წინ მომხდარ შემთხვევას 6 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტში სავარაუდოდ დღეს ჩავლენ. სამთო ექსერტები ტყიბულში უკვე ჩავიდნენ და ახლა საქნახშირის
დაკავებულები არიან ინჟინრები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შახტის დირექტორი.
ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.

ამინდი