ვინ ცდილობს ჭიათურის მერის და მისი მოადგილის 'ოცნებას'-თან დაშორებას?-ჭიათურაში მერისა და ვიცე-მერის წინააღმდეგ დაწყებული დევნის დეტალები
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ ცდილობს ჭიათურის მერის და მისი მოადგილის 'ოცნებას'-თან დაშორებას?-ჭიათურაში მერისა და ვიცე-მერის წინააღმდეგ დაწყებული დევნის დეტალები

თარიღი : 17-07-2018, 10:27 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ინა ასანიძე ქალაქის მერის პაატა ნადირაძისა და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პროვოკაციად აფასებს და ამ პროვოკაციას ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნებს უკავშირებს.

„რამდენიმე დღეა, ჩვენ აღმოვჩნდით გაუგონარი აბსურდის წინაშე და გვსურს საზოგადოება და ის ადამიანები, ვინც ჩვენი გულშემატკივარია და ისინიც, ვინც ამ აბსურდის ავტორია, ჩავაყენოთ საქმის კურსში. პაატა ნადირაძე – ჭიათურის მერი და ინა ასანიძე – ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვართ ხალხის მიერ არჩეულები და ვსარგებლობთ ნდობის მაღალი კოეფიციენტით; ვართ „ქართული ოცნების“ წევრები და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის თანამოაზრეები იმ დღიდან, როგორც კი აღნიშნილი პარტია განოჩნდა ქართული პოლიტიკის რეალობაში. ჩვენ არაერთი უსამართლობა და ბრძოლა გადავიტანეთ და გამოდის, ბრძოლა დღემდე გრძელდება!!! საქმე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ აღიძრა, ნათლად მეტყველებს ჩვენი ოპონენტების სურვილზე, დისკრედიტირებულები ვიყოთ არა მარტო ჩვენ, არამედ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. იმედს ვიტოვებ, აღნიშნილი არ დარჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყურადღების მიღმა და ასევე, შს მინისტრი თავად მიხედავს ხალხს, რომელიც პოლიციის რეპუტაციის გაფუჭებას არ ერიდებიან. ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ არა მხოლოდ ერთგული წევრები, არამედ ხალხის მიერ არჩეულები და არავის მივცემთ უფლებას, ეჭვქვეშ დააყენოს პარტიის და მისი ერთგული მებრძოლების რეპუტაცია!!!“ – აცხადებს ინა ასანიძე.

პაატა ნადირაძის მხარდამჭერები მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას პროვოკაციად მიიჩნევენ და ამ ყველაფერს პოლიციის უფროსს ლაშა ჩხიტუნიძეს და მის მოადგილეს უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით კი, ლაშა ჩხიტუნიძე ჭიათურის მაჟორიტარის, სულხან მახათაძის კადრია და მისი მხარდაჭერით სარგებლობს. თავად მახათაძე კი ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანაშვილის თანასოფლელი და პროტეჟეა და ის, რომ თავის დროზე ჭიათურის გამგებელი იყო და შემდეგ გამაჟორიტარდა, სწორედ მაგული ივანაშვილის დიდი დამსახურებაა!!!

ინა ასანიძე ასევე აცხადებს, რომ მას აქვს ვიდეო კადრები, რაც პოლიციის პოზიციას მთლიანად შეცვლის. მისი თქმით, ჩხუბი მერის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციას მოჰყვა. მაღალჩინოსნებს შორის დაპირისპირება ეხება პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდის შიმშილობის ფაქტს, რა დროსაც ახალგაზრდები პოლიციის უფროსს და მის მოადგილეს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ და მათ გათავისუფლებას ითხოვნდნენ. პროტესტის ნიშნად ახალგაზრდებმა პირიც ამოიკერეს. მათ სოლიდარობა ჭიათურის მერმა გამოუცხადა. სავარაუდოდ, მომხდარი გახდა მისი და პოლიციის მაღალჩინოსანთა დაპირისპირების მიზეზი.

როგორც ცნობილია, გუშინ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ჭიათურაში, რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, რომელშიც ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა ასანიძე ფიგურირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი რესტორანში 13 ივლისს, სხვა სუფრის წევრებთან მუსიკალური ნომრის შეკვეთას მოჰყვა. ფიზიკური დაპირების შედეგად დაშავებულია 2 პირი.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.


ნანახია: 774-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რამდენიმე დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა
საგამოძიებო ორგანოში ჭიათურის მერის, პაატა ნადირაძის წინააღმდეგ აღძრულ სისსხლის სამართლის საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს. მერს
ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის მიხეილ გიგაურის ჭიათურიდან წასვლა ახალგაზრდებმა მას შემდეგ
როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყვა, რის გამოც შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.
შემთხვევა, რომელსაც ჭიათურელ ახალგაზრდებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, მიმდინარე წლის 26 მაისს, ჭიათურაში
შიმშილობის აქციას ის ახალგაზრდების მართავენ, რომლებიც თვლიან, რომ ჭიათურის პოლიცია მათ უსამართლოდ მოექცა.
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.
ახლობლების ინფორმაციით, დაკარგულს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს

ამინდი