Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში რეაბილიტირებული თბილისის ქუჩა შემოდგომაზე გაიხსნება

თარიღი : 17-07-2018, 01:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია სამუშაო პროცესს მოადგილე იუზა უგულავასთან ერთად გაეცნო. ამ ეტაპზე ქუჩაზე სადენებისა და საკომუნიკაციო ქსელების მიწის ქვეშ განთავსება მიმდინარეობს. ასევე, ეწყობა ტროტუარები, ღვარსადენი და წყალსაკანალიზაციო სისტემა. აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საქმილ სადენ მშენი" აწარმოებს. პროექტის ღირებულება მილიონ 56 000 ლარია.

"შემოდგომისთვის თბილისის ქუჩა გაიხსნება და ქალაქში ეს იქნება ერთ-ერთი კაპიტალურად მოწესრიგებული ქუჩა თავისი სანიაღვრე ქსელით და შიდა საკომუნიკაციო სისტემით. ყველა ქუჩა, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ, სრულად იქნება გამართული სანიაღვრე ქსელით და ყველა კომუნიკაციით,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღავრიამ.

ქალაქის მერმა დღესვე მდინარე ოღასკურას გაწმენდითი სამუშაოები მოინახულა, რომელიც რამდენიმე დღეა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. ოღასკურას კალაპოტის გაწმენდის შემდეგ ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება და კაპიტალურად მოწესრიგდება მდინარის სანაპირო ზოლი. პროექტის ღირებულება 500 000 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

NS


ნანახია: 701-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.

ამინდი