Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი ტყიბულელი მეშახტეებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

თარიღი : 16-07-2018, 19:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში, მაღაროში დაშავებული 4 ადამიანი თბილისის დამწვრობის ცენტრში იმყოფება, აქედან ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ტყიბულიდან რეანიმობილებით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადმოიყვანეს.

„ორი მათგანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათ აღენიშნებათ სხეულის 25 და 50%-იანი დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების თერმულ- ინჰალაციური დაზიანება. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი სერიოზული.

ორი პაციენტი კი მოთავსებულია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ახლა მათ უტარდებათ გამოკვლევები. აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ - ინჰალაციური დაზიანება, ფილტვების კონტუზია, დაჟეჟილობა. გამოკვლევების დასრულების შემდეგ გადაწყდება თუ რომელ განყოფილებაში მოთავსდებიან", - განაცხადა ქაშიბაძემ.

დღეს, ტყიბულში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი. 4 დაშავებული თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს, ერთი კი -ღუდუშაურის კლინიკაში. ერთის მდგომარეობა მსუბუქი იყო და ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.


ნანახია: 1517-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდებს დამწვრობა თავის და სახის არეში და ზედა კიდურებზე აქვთ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა
75 წლის ასაკის მამაკაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, ქუთაისში დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, რუჯის მიღების მიზნით გამოწვეული დამწვრობის შედეგად მიმართვიანობამ
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის მახლობლად რამდენიმე კვირის წინ მოხდა, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

ამინდი