Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში, ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარი იგება

თარიღი : 13-07-2018, 19:04 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დათვალიერეს.

აღნიშნული გზის აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ორიენტირი“ ახორციელებს. ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (კოპიტნარის მიმართულებით) ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 629 415 ლარით ფინანსდება.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, აღნიშნული გზის მოასფალტება 20 ივლისამდე უნდა დასრულდეს.

NS


ნანახია: 1717-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიმდინარეობის მესამე ეტაპზე ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, სოფელ ბზვანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 20 ივლისს უნდა დასრულდეს.

ამინდი