Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონში მსხვილფეხა პირუტყვი ვირუსულ ინფექციურ დაავადებაზე აცრეს

თარიღი : 13-07-2018, 13:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა იმერეთის რეგიონში ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაატარეს. აღნიშნულ დაავადებაზე მსხვილფეხა პირუტყვი მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის რეგიონსა და აჭარაში განხორციელდა.

სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ვაქცინირებულია 150 000 ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი. ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდირებული შტამისგან დამზადებული ვაქცინა.

ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზეაღენიშნება კვანძები (ბორცვები), თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით და ასევე შესაძლებელია მისი გადაცემა ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით.

"ნოდულარული დერმატიტით არ ავადდება ადამიანი! დაავადების თავიდან აცილებისთვის, მნიშვნელოვანია ზოგადი პრევენციული ღონისძიებების გატარება. რადგან დაავადება ძირითადად მწერების საშუალებით ვრცელდება მისი პრევენციისათვის საკმაოდ ეფექტურია მსხვილფეხა პირუტყვის დამუშავება მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი მოუწოდებს ცხოველთა მეპატრონეებს ითანამშრომლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ სპეციალისტებთან, რადგან პრევენციული ღონისძიებების (ცხოველების მწერების დაწინააღმდეგოდ დამუშავება და ვაქცინაცია) დროულად ჩატარებით შესაძლებელია პირუტყვის დაცვა," - აცხადებენ სააგენტოში.

ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული პირუტყვის რძის და ხორცის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინაციიდან 7 დღის გასვლის შემდეგ.


ნანახია: 503-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ ამ დროისათვის 350 ათასი სული პირუტყვია ვაქცინირებული.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე თავისუფლად გადაადგილდება.
ქუთაისისთვის ქალაქის ქუჩებში მოსეირნე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კვლავ პრობლემად რჩება.
მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელიოზის გავრცელებაზე საუბრობენ.
დაკავებული პირუტყვი მერიის ააიპ 'სპეციალური სერვისების' თანამშრომლებმა ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც დაავადებული ცხოველების დაკბენით, დაკაწვრით ან დადორბვლით გადადის.
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი