Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ქუთაისის მერიას პოზიციების შეცვლას ავალდებულებს“

თარიღი : 21-01-2014, 17:06 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ქუთაისის მერიას პოზიციების შეცვლას ავალდებულებს“,-ამის შესახებ topnews.com.ge-ს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ცამციშვილმა განუცხადა.
ცამციშვილს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა 2011 წელს ერთ-ერთი შპს-სთვის 6 ათასი ლარის თანხის არამიზნობრივად გადარიცხვაში ედავება, რაზეც სასამართლომ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები ერთხელ უკვე დაკითხა. დაკითხვაზე მათ განაცხადეს, რომ ცამციშვილის გამო დაზარალებულები არ არიან, თუმცა კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, პროკურატურა ქუთაისის მერიას ავალდებულებს, პოზიცია შეიცვალოს და სასამართლო პროცესზე განაცხადოს, რომ ცამციშვილმა თანხა არამიზნობრივად დახარჯა, რითაც ქალაქის მერიას ზარალი მიადგა.
“23 იანვარს არის კვლავ სასამართლო პროცესი და პროკურატი ცდილობს, მერიას შეაცვლევინოს პოზიცია, რადგან თუ მერია კვლავ იტყვის, რომ ისინი დაზარალებულები არ არიან, საქმე დაიხურება“, - განაცხადა ცამციშვილმა.
ქუთაისის მერიის სამართლებრივ საკითხთა განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძით თქმით, პროკურატურას ქუთაისის მერიისთვის არ მიუმართავს და აღნიშნულ ინფორმაციას ისინი არ ფლობენ.


ნანახია: 2756-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ცამციშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 29
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, დღეს ჩანიშნულ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმედ ქუთაისის მერიის თანამშრომელი იყო წარმოდგენილი,
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ცამციშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს
ცამციშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი, მოსამართლის გადაწყვეტილებით 1–ელ ნოემბერს განახლდება.
როგორც პარლამენტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე დავით საყვარელიძემ განაცხადა, პროკურატურა თემურ ცამციშვილის მიმართ პოლიტიკურად
მოსამართლის გადაწყვეტილებით მომდევნო სასამართლო პროცესი 23 იანვარს ჩატარდება.

ამინდი