ზესტაფონში, ბაზრის ტერიტორიაზე გზის ნაწილი ჩაინგრა
თარიღი : 12-07-2018, 18:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის ნაწილი ჩაინგრა. ადგილზე ამ დროისათვის საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ჩანგრეული გზის მონაკვეთზე სპეციალისტებს და ტექნიკას ელოდებიან, რომლებმაც გზის აღდგენა უნდა მოახერხონ.
"გზის ქვემოდან სილიკომანგანუმის ქერქულ ნარჩენებს იღებენ, რამაც გზის დაზიანება გამოიწვია. ახლა ტრაქტორს ელოდებიან, რომ გზის ჩანგრეული მონაკვეთი ამოავსონ. სწორედ იმას ვედავებით მერს, რომ ის და მისი გარემოცვა ნარჩენებს უკანონოდ მოიპოვებს და ერთეულები მდიდრდებიან. ჩვენ ვითხოვთ, რომ დაკონსერვდეს ნარჩენები და არ მოხდეს მისი გახსნა, თორემ ზესტაფონი რადიაციის კერა გახდება. კიდევ კარგი, რომ გზის ჩანგრევას მსხვერპლი არ მოჰყვა," - ამბობს ზესტაფონის საკრებულოს წევრი "პატრიოტთა ალიანსი"-დან გიგა გაბრიჩიძე.