Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის წარმოება იწყება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ამბიციური გეგმები

თარიღი : 12-07-2018, 13:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ავტოპარკის განახლებაზე ზრუნვა დაიწყო.

როგორც სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, მას შემდეგ რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამოუკიდებელი გახდა, შეიმუშავეს განვითარების 5-წლიანი გეგმა, რაც ავტოიპარკის სრულად განახლებას და მეხანძრე-მაშველების შესაბამისი ფორმებით აღჭურვას.

"ავტოპარკი არის ცუდ მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა განსაკუთრებით რეგიონებში გვაქვს. სამსახური უარს ამბობს საბჭოთა წარმოების ავტომანქანებზე. გვაქვვს ამბიციური გეგმები, რაც ავტოპარკის სრულად განახლებას ითვალისწინებს. ეს მოხდება ორი გზით-ტექნიკის შეძენით და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის საქართველოში აწყობით. ტექნიკის აწყობა სამეცნიერო ტექნოლოგიების ცენტრ "დელტა"-ს ბაზაზე მოხდება. შეთანხმება უკვე მიღწეულია ავსტრიულ კომპანია "როზენბაუერთან", რომელიც სახანძრო-სამაშველო ტექნიკის უმსხვილესი მიმწოდებელია. კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოში, მიღწეულია შეთანხმება და ჩვენ ველოდებით, რომ უკვე მიმდინარე წელს გვეყოლება საქართველოში აწყობილი პირველი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა," -განუცხადეს ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სამსახურის ინფორმაციით, ავტოპარკის განახლების შემდეგ, თბილისში არსებული სახანძრო მანქანები საქართველოს სხვა, დიდ ქალაქებში გადანაწილდებიან.

"სამსახურს სრულიად განახლებული ავტოპარკი უნდა ჰქონდეს, ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმის ნაწილი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. თბილისში არსებული ავტომანქანები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, ამიტომ, ავტოპარკის განახლების შემდეგ, ეს ავტომანქანები რელიეფის გათვალისწინებით, საქართველოს სხვა ქალაქებში გადანაწილდებიან. ჩვენს მეხანძრე-მაშველებს სამუშაოდ ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეთ, ეს არის ჩვენი ამოცანა," - აცხადებენ სამსახურში.


ნანახია: 606-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულის შესახებ იმერეთის ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების
უწყების პრესსამსახურის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის
იმერეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველო სამსახურების ავტოპარკის რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ.
​'მივმართავთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე'.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურისათვის გაკეთებულ ახალ შენობას ადგილობრივ
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები ამბობენ, რომ გიორგი ფერაძის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რას მის ტელეფონზე განხორციელებულ სატალეფონო ზარს
თუ დასაქმებული ფიქრობს, რომ მისი ხელძღვანელი მას ავიწროებს, ავალებს ისეთ საქმეს, რომლის შესრულების ვალდებულებაც მას არ გააჩნია, ან კიდევ ხელმძღვანელი

ამინდი