ქუთაისის მერია მოსკოვის თეატრის ქუთაისში გასტროლზე განმარტებას აკეთებს
თარიღი : 9-07-2018, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერია მოსკოვის თეატრის გასტროლთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
8 ივლისს, ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში მოსკოვის თეატრმა - "ნიკიტინსკის კარიბჭემ" ნოდარ დუმბაძის რომანის - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"-ს მიხედვით დადგმულ ორმოქმედებიან კომედია წარმოადგინა.
მომხდარს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" გამოეხმაურა, რომელმაც იმერეთის გუბერნია და ქუთაისის მერიას რუსული პროპაგანდის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
„ქუთაისის მერიას არანაირი კავშირი არა აქვს 8 ივლისს მესხიშვილის თეატრში გამართულ სპექტაკლთან. აღნიშნული სპექტაკლი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. მეტ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ აღნიშნული გასტროლის შესახებ,“- განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა თამთა თურმანიძემ.
აღნიშნულ გასტროლთან დაკავშირებით ყველანაირი კავშირი უარყვეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც.