ქუთაისელ ქალბატონს პოლიციამ იტალიაში წლების განმავლობაში მუშაობით დაგროვებული 40 000 ევრო წაართვა

ქუთაისის მკვიდრი ზაირა ხურცილავა სამართალდამცავებისგან კუთვნილი თანხის დაბრუნებას ითხოვს.
ქალბტონის თქმით, 11 წელია ის იტალიაში იმყოფება. წლების განმავლობაში მის მიერ დაგროვებული თანხა კი, დაახლოებით 40 000 ევრომდე პოლიციამ მისი სახლიდან ჩხრეკის დროს ამოიღო და დაბრუნებას არ აპირებს.
"დაახლოებით 4 თვის წინ შემოვიდა პოლიცია ჩვენს სახლში. მიზეზი არ ვიცით, არ უთქვამთ. ამბობენ, პირადი ინტერესი არ გვაქვსო. წლების განმავლობაში რაც ვიმუშავე და რა თანხაც დავაგროვე, პოლიციამ წაიღო. იმ თანხით თბილისში ფართის ყიდვას ვაპირბდით. იტალიიდან იმისთვის ჩამოვედი, რომ პოლიციაში ჩვენება მიმეცა, მეთქვა რაც იყო რეალურად, თუმცა თანხას არ გვიბრუნებენ, ვითხოვთ რეაგირებას. ჩემი ნაშრომ-ნაწვალები პოლიციამ რატომ უნდა წაიღოს," -ამბობს ქალბატონი.